კურორტი აბასთუმანი XIX საუკუნიდან სამხრეთ საქართველოში მეორე გამორჩეული კლიმატურ – ბალნეოლოგიური კურორტია. აბასთუმანი განთქმულია უნიკალური ჰაერით, სამკურნალო წყლებითა და გოგირდის აბანოებით.
ბალნეოლოგიური კურორტი 1886 წელს შეიქმნა. მისი ძირითადი სამკურნალო ფაქტორები კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებაა, სადაც ფილტვებით დაავადებულთა სამკურნალო ცენტრი, ფტიზიატრიული კურორტი, იყო და არის დღესაც. წიწვოვანი ტყით დაფარული აბასთუმნის ხეობა ულამაზესია. ხეობის ნაწილი ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიას წარმოდგენს. მისი დაარსება რუსეთის მთავრის, გიორგი რომანოვის სახელს უკავშირდება, რომელიც ტუბერკულიოზით იყო დაავადებული. სპეციალურად მისთვის აშენდა სამკურნალო თერმული წყლების აბანო და სასახლე, აიგო წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესიაც, რომელიც ზედმიწევნით ჰგავს ზარზმის ტაძარს (VIII-IX სს.) და აქვე მოეწყო აბასთუმნის პარკი, რომელიც ცაში ატყორცნილი ფიჭვის ხეებით მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.