წესები და პირობები

1. პირობების ხასიათი და გამოყენება
1.1 სანამ HikeSJ-ს მობილური აპლიკაციით სარგებლობას გადაწყვეტთ, გთხოვთ, ყურადღებით
გაეცნოთ ამ წესებსა და პირობებს („პირობები”) და „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“
(„პოლიტიკა”). წინამდებარე „პირობები” და „პოლიტიკა” ერთობლივად წარმოადგენს
„თქვენსა“ და HikeSJ-ს შორის გაფორმებულ იურიდიულ დოკუმენტს („ხელშეკრულება”)
HikeSJ-ს სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ).
HikeSJ -ს მფლობელია და ეკუთვნის ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის
მართვის ორგანიზაციას.
1.2 წინამდებარე „ხელშეკრულება“ ეხება იმ სერვისებს, რომლებიც ხელმისაწვდომია
მობილური აპლიკაციით HikeSJ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „აპლიკაცია“, ან „ჩვენ“),
რომლებიც უფასოდ არის შეთავაზებული მომხმარებლებისათვის (შემდგომში
მოხსენიებული, როგორც „საბოლოო მომხმარებელი” „მომხმარებელი“ ან „ თქვენ”)
(„სერვისები”), რაც მოიცავს:
1.2.1 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მარკირებული საფეხმავლო ბილიკების შესახებ
ინფორმაციას;
1.2.2 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მარკირებული საფეხმავლო ბილიკების გაყოლის ე.წ.
თრექინგის ფუნქციას;
1.3„სერვისები” დროდადრო შეიძლება შეიცვალოს HikeSJ-ს ერთპიროვნული
გადაწყვეტილებით და „ხელშეკრულება” გავრცელდება „თქვენ“ ვიზიტებსა და „თქვენ“ მიერ,
მომსახურების მიღების მიზნით, „აპლიკაციის” გამოყენებაზე, აგრეთვე, ყველა სახის
ინფორმაციაზე, რომელსაც „თქვენ“ „აპლიკაციას“ მიაწვდით დროის ნებისმიერ კონკრეტულ
მომენტში.
1.4 წინამდებარე „ხელშეკრულება” განსაზღვრავს პირობებს, რომლითაც „თქვენ“ საშუალება
გეძლევათ, გამოიყენოთ „აპლიკაცია“ და აღწერს იმ წესს, თუ როგორ უნდა მოვექცეთ „თქვენს“
ანგარიშს, როდესაც რეგისტრირებული ხართ, როგორც HikeSJ-ს მომხმარებელი. თუ
„ხელშეკრულების“ რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ,
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: s.javakhetidmo@gmail.com
1.5„სერვისებით“ სარგებლობის მიზნით, „აპლიკაციის” ჩამოტვირთვის ან „აპლიკაციით“
სარგებლობის შემთხვევაში, „თქვენ“ უპირობოდ ეთანხმებით ამ „ხელშეკრულებით“
გათვალისწინებულ ყველა პირობას, „პირობებსა” და „პოლიტიკას, როგორც ეს მოცემულია
“აპლიკაციაში” და ადასტურებთ, რომ მათ თქვენთვის მავალდებულებელი ხასიათი აქვს.
წინამდებარე „ხელშეკრულება” ჩაანაცვლებს ყველა ადრინდელ პირობას (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), რომელიც მანამდე გაგაცნეს „აპლიკაციის” ფარგლებში მომსახურების მიღების
მიზნით. ნებისმიერი „სერვისით“ სარგებლობის შემთხვევაში, „თქვენ“ ადასტურებთ
დათანხმებას ამ “ხელშეკრულების“ პირობებზე.

1.6 „ჩვენ“ უფლებას ვიტოვებთ, „ხელშეკრულების“ ნებისმიერი ნაწილი ნებისმიერი მიზეზით
შევცვალოთ ან გავაუქმოთ ნებისმიერ დროს, და ინფორმაცია ასეთი ცვლილებების შესახებ
HikeSJ-ს მეშვეობით მოგაწოდოთ, ხოლო „თქვენ“ კი რეგულარულად უნდა გაეცნოთ
„ხელშეკრულებას.“ „თქვენ“ მიერ „აპლიკაციის“ გამოყენება, ყოველი ამგვარი ცვლილების
შემდეგ, ნიშნავს „თქვენ“ თანხმობას, რომ დაიცავთ შესწორებულ „ხელშეკრულებას“ და რომ
ის მავალდებულებელი იქნება „თქვენთვის“.
1.7„თქვენ“ აღიარებთ, რომ ნებისმიერი „სერვისით“ სარგებლობისას ამ „ხელშეკრულებას“
„თქვენთვის“ ექნება მავალდებულებელი ხასიათი და თუ არ ეთანხმებით „ხელშეკრულების“
რომელიმე ნაწილს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ „აპლიკაცია“ და არ ისარგებლოთ მისი არცერთი
“სერვისით“.
1.8თქვენი წვდომა „აპლიკაციაზე“ და „სერვისებზე“ განისაზღვრება მხოლოდ HikeSJ -ს
დისკრეციული შეხედულებისამებრ.
1.9„ხელშეკრულება“ შედგენილია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
2. გამოყენების პირობები
2.1„თქვენ“ უნდა იყოთ 18 წლის ან უფროსი ასაკის, რომ დარეგისტრირდეთ, მიიღოთ
„სერვისები“ ან რაიმე ფორმით გამოიყენოთ „აპლიკაცია“. დარეგისტრირებით, ვიზიტით და
„აპლიკაციის“ გამოყენებით ან ამ „ხელშეკრულების“ აქცეპტირებით, თქვენ HikeSJ -ს წინაშე
აცხადებთ და გარანტიას იძლევთ, რომ ხართ 18 ან მეტი წლის და გაქვთ უფლება,
ავტორიზაცია და შესაძლებლობა, გამოიყენოთ “აპლიკაცია“ და „სერვისები“, რომლებიც
ხელმისაწვდომია „აპლიკაციის“ საშუალებით, აგრეთვე, თანხმდებით, რომ ეს
„ხელშეკრულება“ მავალდებულებელი ძალის იყოს „თქვენთვის“.
2.2 იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი აპლიკაციაში შესვლისას მონიშნავს
„დამიმახსოვრეს“,ის აპლიკაციაში შესული (logged in) დარჩება, აპლიკაციის გამორთვის
მიუხედავად.
3. გამოყენების პირობები
3.1საბოლოო მომხმარებლის ანგარიშის და მონაცემების კონფიდენციალურობა
3.1.1ტერმინები „პერსონალური მონაცემები“ და „მონაცემთა განსაკუთრებული კატეგორიები“
განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად ასახულია „პოლიტიკაში“.
3.1.2„მომხმარებელმა“ უნდა წაიკითხოს და გაიაზროს „პოლიტიკა,“ რათა მისთვის, სხვა
საკითხებთან ერთად, ცნობილი გახდეს:
3.1.2.1გარკვეული ინფორმაციის შეგროვების ფაქტი;
3.1.2.2ინფორმაცის შეგროვების მიზანი;

3.1.2.3ინფორმაცის შეგროვებისა და შენახვის ხასიათი; და
3.1.2.4მომხმარებლების სხვადასხვა უფლებები ამგვარ ინფორმაციასთან მიმართებით.
3.1.3თუ „მომხმარებელი“ დარეგისტრირებულია „აპლიკაციაში“, იგი პასუხისმგებელია
საკუთარ ანგარიშზე წვდომისთვის განკუთვნილი ინფორმაციისა და პაროლის
კონფიდენციალურობის დაცვაზე. „მომხმარებელი“ პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშისა
და პაროლის ნებისმიერი სახით გამოყენებაზე, მიუხედავად იმისა, იყო თუ – არა ეს
ნებადართული „მომხმარებლის მიერ“. „მომხმარებელმა“ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს
HikeSJ -ს საკუთარი ანგარიშის ან პაროლის უნებართვო გამოყენების ნებისმიერი ფაქტისა ან
ეჭვის შესახებ. ამასთან, HikeSJ არ იქნება პასუხისმგებელი იმ ზიანისთვის, რომელიც შესაძლოა
მოგადგეთ „თქვენი“ ანგარიშის უნებართვო გამოყენების შედეგად. „თქვენ“ კი შესაძლოა,
პასუხისმგებლობა დაგეკისროთ HikeSJ -ს ან სხვა რომელიმე პირისათვის მიყენებული
ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა „თქვენი“ ანგარიშის უნებართვო გამოყენების შედეგად.
3.1.4თუ „მომხმარებლის“ მიერ მოწოდებული რაიმე ინფორმაცია მცდარი, არაზუსტი,
მოძველებული ან არასრულია (ან მცდარი, არაზუსტი, მოძველებული ან არასრული გახდება),
ან HikeSJ -ს გონივრული საფუძველი აქვს, ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ ასეთი ინფორმაცია
მცდარი, არაზუსტი, მოძველებული ან არასრულია, HikeSJ -ს უფლება აქვს, საკუთარი
დისკრეციული შეხედულებისამებრ, შეწყვიტოს „მომხმარებლისათვის“ „სერვისების“ გაწევა.
3.3 ჩამონათვალის შედგენილობა და ინფორმაციის გავრცელება
3.3.1 HikeSJ „აპლიკაციაში“ განათავსებს შესაბამის ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
არსებული მარკირებული ბილიკების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ HikeSJ ამოწმებს
პარტნიორების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ფოტოებს, იგი, გონივრული ძალისხმევის
მიუხედავად, ვერ იქნება პასუხისმგებელი შესაძლო უზუსტობებსა თუ არასაკმარის
სისრულეზე.

3.3.2 HikeSJ არ აკეთებს რაიმე სახის განცხადებას და არ იძლევა გარანტიას, აშკარას/პირდაპირ
ან არაპირდაპირს/ნაგულისხმევს, „აპლიკაციასთან“ და „სერვისებთან“ დაკავშირებით. HikeSJ
არ იძლევა გარანტიას „აპლიკაციაში“ მომხმარებლების მიერ მოწოდებული ნებისმიერი
კონტენტის ან ინფორმაციის სისწორეზე. კანონით ნებადართულ ფარგლებში, HikeSJ იხსნის
ყველა იმ სახის პასუხისმგებლობას, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებლის მიერ
„აპლიკაციის“ გამოყენებიდან ან მასზე დაყრდნობიდან, სხვა მომხმარებლების მიერ
მიღებული „სერვისებიდან“, გაკეთებული განცხადებებიდან და წარმოდგენილი
გარანტიებიდან, აგრეთვე, მომხმარებლების მიერ „აპლიკაციაში“ მოწოდებული კონტენტიდან
ან ინფორმაციიდან, ან რაიმე მოსაზრებიდან ან შეთავაზებიდან, რომელსაც HikeSJ ან
რომელიმე მომხმარებელი იძლევა ან გამოთქვამს პროვაიდერ(ებ)ის მიერ
მოწოდებული„სერვისის“ შესახებ.

3.3.3„აპლიკაცია“ შეიძლება დაკავშირებული იყოს მესამე პირების, ფილიალების და ბიზნეს-
პარტნიორების სხვა აპლიკაციებთან. HikeSJ არ აკონტროლებს და პასუხისმგებელი არ არის

ამგვარი აპლიკაციების ან მათ მიერ/მათი მეშვეობით უზრუნველყოფილ კონტენტზე,
სიზუსტეზე, სანდოობაზე, საიმედოობაზე, ხარისხზე. ნებისმიერი ბმულის ჩართვა
„აპლიკაციაში“ არ ნიშნავს, რომ HikeSJ მხარს უჭერს აღნიშნული ბმულით დაკავშირებულ
საიტს. „მომხმარებელს“ შეუძლია, საკუთარი რისკით გამოიყენოს აღნიშნული ბმულები და
მომსახურებები.
3.3.4 HikeSJ არ კისრულობს რაიმე სახის პასუხისმგებელობას ნებისმიერი იმ ზიანის ან
ვირუსის გამო, რომლითაც შეიძლება „მომხმარებლის“ მოწყობილობები დაინფიცირდეს
„მომხმარებლის“ მიერ „აპლიკაციის“ წვდომის და გამოყენების, ან „აპლიკაციიდან“ რაიმე
მასალის, მონაცემების, ტექსტის, სურათების, ვიდეო ან აუდიო კონტენტის ჩამოტვირთვის
გამო. თუ „მომხმარებელი“ უკმაყოფილოა „აპლიკაციით“, აღნიშნულის ერთადერთი
გადაწყვეტა „აპლიკაციის“ გამოყენების შეწყვეტაა.
3.3.5თუ HikeSJ დაადგენს, რომ მას თაღლითური, არაზუსტი ან არასრული ინფორმაცია
მიაწოდეთ, მათ შორის, უკუკავშირის საშუალებით, HikeSJ უფლებას იტოვებს, დაუყოვნებლივ
შეზღუდოს თქვენი წვდომა „აპლიკაციაზე“ ან HikeSJ -სთან არსებულ „თქვენ“ ნებისმიერ
ანგარიშზე და იმგვარი შინაარსის განცხადება გააკეთოს „თქვენი“ სახელის გასწვრივ, როგორც
ეს განსაზღვრულია HikeSJ -ს მიერ საკუთარი საქმიანობის და მომხმარებლის ინტერესების
დასაცავად. „თქვენ“ ვალდებული იქნებით, აუნაზღაუროთ HikeSJ -ს თქვენი იმ არასწორი
განცხადებების ან თაღლითური გამოხმაურების შედეგად მიყენებული ზიანი, რომელიც
განიცადა HikeSJ -მ ან რომელმაც უარყოფითად იმოქმედა HikeSJ -ზე ან მის მომხმარებლებზე.
3.4.ამ „პირობებით“ მკაფიოდ არის განმარტებული, რომ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ HikeSJ
-სგან, აგრეთვე, მისი თანამშრომლების, კონტრაქტორების, პარტნიორების, სპონსორების,
სარეკლამო აგენტებისა და ლიცენზიების გამცემთაგან მოიპოვებთ ან სხვაგვარად იღებთ
„აპლიკაციიდან”, მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვისაა. „ჩვენ“ არანაირ გარანტიას,
განცხადებას და თავდებობას არ ვუზრუნველყოფთ, არც პირდაპირ და არც
ნაგულისხმევი/ირიბი სახით, პროფესიულ კვალიფიკაციასთან, სამუშაოს ხარისხთან,
კომპეტენტურობასთან ან „აპლიკაციაში” მოცემულ სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით.
„ჩვენ“ არცერთ შემთხვევაში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას „თქვენი“ ან ვინმეს წინაშე, „თქვენ“
მიერ ამგვარი ინფორმაციის საფუძველზე მიღებული რაიმე გადაწყვეტილების ან ჩადენილი
ქმედების გამო.
3.5„კონტენტზე“ საკუთრების უფლება და წვდომებზე საავტორო უფლებები
3.5.1„აპლიკაციაში“ მითითებული „კონტენტი“ მოიცავს:
• „თქვენს“ ელ-ფოსტას;
• საცხოვრებელ ქვეყანას
• დაბადების თარიღს;
• ინფორმაციას „თქვენ“ მიერ „სერვისების“ გამოყენების შესახებ, „სერვისების“
გამოყენების გზით, „თქვენი“ განვლილი მარშრუტების შესახებ ისტორიას;
• სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებაყოფლობით მოგვაწვდით

• ინფორმაცია, რომელსაც HikeSJ უშუალოდ ან არაპირდაპირი გზით აგროვებს
„მომხმარებლებისა“ და პროვაიდერებისგან, HikeSJ -ს ეკუთვნის. HikeSJ -ს მიერ
„აპლიკაციაში“ გამოქვეყნებული და საავტორო უფლებებით დაცული კონტენტის
კოპირება ნებისმიერი კომერციული მიზნისთვის ან მოგების მისაღებად, საავტორო
უფლებების დარღვევა იქნება და HikeSJ დაიცავს თავის უფლებებს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.
3.6 HikeSJ უფლებას აძლევს „მომხმარებელს“, დაათვალიეროს და წვდომა ჰქონდეს
„აპლიკაციაში“ ან „აპლიკაციის“ საშუალებით ხელმისაწვდომ კონტენტზე მხოლოდ ამ
„ხელშეკრულების“ შესაბამისად. „აპლიკაციის“ კონტენტი, ინფორმაცია, ტექსტი, გრაფიკული
მასალა, სურათები, ლოგოები, ღილაკების პიკტოგრამები, პროგრამული კოდები, დიზაინი, და
„აპლიკაციაზე“ კონტენტის შეგროვება, განთავსება და შეკრება (ერთობლივად, „HikeSJ -ს
კონტენტი”) HikeSJ -ს საკუთრებას წარმოადგენს. მომხმარებელმა არ უნდა შეცვალოს „HikeSJ –
ს კონტენტი“ ან რაიმე ფორმით მოახდინოს მისი რეპროდუცირება, გამოფენა, საჯაროდ
გამოქვეყნება, დისტრიბუცია ან სხვაგვარად გამოყენება, საზოგადოებრივი ან კომერციული
მიზნებისათვის, ან პირადი სარგებლის მისაღებად.
3.7 მიმოხილვა და უკუკავშირი
3.7.1ამ „აპლიკაციის“ გამოყენებით, „თქვენ“ ეთანხმებით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია,
გაზიარებული თქვენსა და HikeSJ -ს, ექვემდებარება ჩვენს „პოლიტიკას“.
3.7.2 მხოლოდ „თქვენ“ ხართ პასუხისმგებელი იმ კონტენტისთვის, რომელსაც „თქვენივე“
გადაწყვეტილებით წარადგენთ „აპლიკაციაში” გამოსაქვეყნებლად, ნებისმიერი შეფასებისა და
მიმოხილვის ჩათვლით. HikeSJ არ კისრულობს რაიმე სახის პასუხისმგებლობას
„მომხმარებლის“ მიერ მოწოდებულ კონტენტთან დაკავშირებით, მათ შორის, რეიტინგებისა
და მიმოხილვების ჩათვლით, და მისი როლი ამ შინაარსთან მიმართებით გამოიხატება
მხოლოდ შუამავლის როლით.
3.7.3 აპლიკაციაში“ „თქვენი“ მიმოხილვებისა და შეფასებების გამოქვეყნება ამ პირობების მე-4
პუნქტით რეგულირდება. მე-4 პუნქტში მითითებული დეტალური პირობების
შეუზღუდავად, „თქვენ“ ამით თანხმდებით, რომ არ განათავსებთ ან გამოაქვეყნებთ
„აპლიკაციაში” რაიმე კონტენტს, რომელიც: ა) არღვევს მესამე პირის ინტელექტუალურ
საკუთრებას ან რეპუტაციას ან კონფიდენციალურობის უფლებებს, ან (ბ) არღვევს რაიმე
მოქმედ კანონს ან რეგულაციას. HikeSJ -ს, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეუძლია, არ
გამოაქვეყნოს „თქვენი“ მიმოხილვა და გამოხმაურებები, თუ ეს მოითხოვება მოქმედი
კანონმდებლობით და/ან „პირობების“ მე-4 პუნქტის მიხედვით/შესაბამისად. ასევე, “თქვენ”
ეთანხმებით, რომ HikeSJ უფლებამოსილია, დაგიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით ან
კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა ელექტრონული საშუალებით, შემდეგი მიზნებისათვის:
3.7.3.1 გამოხმაურების/უკუკავშირის მისაღებად „აპლიკაციასთან“ ან HikeSJ -ს „სერვისებთან“
დაკავშირებით;
3.7.3.2 შესაბამისი „სერვისების“ მისაღებად;

3.7.3.3 თანხმდებით, რომ ამგვარი კომუნიკაციის შემთხვევაში, მაქსიმალურად
ითანამშრომლებთ HikeSJ -სთან.
3.7.3.4 „თქვენი“ მომხმარებლის ანგარიშის წაშლა შეგიძლიათ თქვენი ანგარიშის მენიუდან,
ღილაკზე – „ანგარიშის წაშლა“ ზემოქმედებით. ამასთან, წაიშლება მხოლოდ „თქვენი“
ანგარიში და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ჩანაწერი, რომლებიც HikeSJ-ში ინახება.
4. კონტენტთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები
4.1 HikeSJ აცნობებს მომხმარებლებს, რომ მათ არ აქვთ უფლება, განათავსონ, გამოაჩინონ,
ატვირთონ, შეცვალონ, გამოაქვეყნონ, გადასცენ, განაახლონ ან გააზიარონ ინფორმაცია,
რომელიც:
4.1.1სხვა პირს ეკუთვნის და მასზე „მომხმარებელს“არ გააჩნია სათანადო უფლება;
4.1.2არის უაღრესად საზიანო, შეურაცხმყოფელი, მკრეხელური, ცილისმწამებლური, უხამსი,
პორნოგრაფიული, პედოფილური, სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის
შემლახველი, სიძულვილის გამომხატველი, ან რასობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით
მიუღებელი, დამამცირებელი, ფულის გათეთრების ან აზარტული თამაშების
წამახალისებელი და ხელშემწყობი, ან ნებისმიერი სახით/ფორმით არაკანონერი;
4.1.3ზიანს აყენებს არასრულწლოვნებს რაიმე ფორმით;
4.1.4არღვევს პატენტის, სასაქონლო ნიშნის, საავტორო უფლებების ან საკუთრების სხვა
უფლებას;
4.1.5არღვევს ნებისმიერ ამჟამად მოქმედ კანონს/კანონმდებლობას;
4.1.6ატყუებს ან შეცდომაში შეჰყავს ადრესატი ამგვარი შეტყობინებების წარმოშობასთან
დაკავშირებით ან იძლევა რაიმე ინფორმაციას, რომელიც შეურაცხმყოფელია ან საფრთხის
შემცველი;
4.1.7სხვა პირის ნაცვლად ხორციელდება;
4.1.8შეიცავს პროგრამულ ვირუსებს ან სხვა კომპიუტერულ კოდებს, ფაილებს ან პროგრამებს,
რომლებიც შექმნილია კომპიუტერული რესურსის ფუნქციონირების შეფერხების,
განადგურების ან შეზღუდვის მიზნით;
4.1.9საფრთხეს უქმნის საქართველოს ერთიანობას, მთლიანობას, თავდაცვას, უსაფრთხოებას
ან სუვერენიტეტს, მეგობრულ ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან, ან საჯარო წესრიგს ან
ახდენს რაიმე დასჯადი დანაშაულის/ქმედების ჩადენის წაქეზებას ან ხელს უშლის რაიმე
დანაშაულის გამოძიებას, ან შეურაცხყოფს რომელიმე სხვა ერს.
4.2მოხმარებლებს ასევე ეკრძალებათ:
4.2.1 HikeSJ -ს კონტენტის მთლიანობის ან უსაფრთხოების დარღვევა ან ასეთის მცდელობა;

4.2.2ნებისმიერი ინფორმაციის (სამსახურებრივი ან სხვაგვარი შეტყობინებების და/ან
ჰიპერბმულის ჩათვლით) განთავსება „აპლიკაციაში“ ან მისი მეშვეობით, რაც ხელის
შემშლელია HikeSJ -ს მიერ „სერვისების“ მიწოდებასთან;
4.2.3„აპლიკაციაში” არასრული, ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის განთავსება;
4.2.4სხვა მომხმარებლებთან არასასურველი კომუნიკაციების დამყარება;
4.2.5ნებისმიერი მექანიზმის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელსაწყოს, აგენტის ან სხვა
მოწყობილობის ან საშუალების გამოყენება (მაგალითად, სპაიდერები, რობოტები, ავატარები
ან ინტელექტუალური საშუალებები) „აპლიკაციაში” ნავიგაციის ან ძიების მიზნით;
4.2.6„აპლიკაციის“ ნებისმიერი ნაწილის გაშიფვრის, დაშლის, ან შეტრიალების/გადაწყობის
მცდელობა;
4.2.7ნებისმიერი ფორმით კოპირება ან დუბლირება HikeSJ -ს ნებისმიერი კონტენტის ან
„აპლიკაციიდან“ ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაციის მისაღებად;
4.2.8 HikeSJ -ს ნებისმიერი კონტენტის კადრირება (framing), ცხელი ან ღრმა ბმულების (hor or
deep linking) გამოყენება;
4.2.9პროგრამული უზრუნველყოფის ციფრული უფლებების მართვის, გამოყენების წესების ან
უსაფრთხოების სხვა მახასიათებლების გვერდის ავლა ან გამორთვა.
4.3მას შემდეგ, რაც HikeSJ ან თავად მოიპოვებს ან დაზარალებული პირისგან მიიღებს
ზემოხსენებულის შესახებ რაიმე ინფორმაციას, ის უფლებამოსილია, შეზღუდოს ისეთი
ინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგება 4.1 და 4.2 პუნქტებს. ამასთან, HikeSJ
უფლებამოსილია, შეინახოს ამგვარი ინფორმაცია და თანმხლები ჩანაწერები, სულ მცირე, 90
(ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში, შესაბამისი უფლებამოსილი უწყებებისთვის
გადასაცემად ან გამოძიების მიზნებისათვის.
4.4„მომხმარებლის“ მიერ მოქმედი კანონმდებლობის, წესების ან დებულებების ან ამ
„ხელშეკრულების“ („პოლიტიკის“ ჩათვლით) შეუსრულებლობის შემთხვევაში, HikeSJ -ს
უფლება აქვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „მომხმარებლის“ „აპლიკაციაზე“ წვდომის ან
გამოყენების უფლებები და „სერვისების“ მიღების შესაძლებლობა და/ან შეზღუდოს
არასასურველი ინფორმაცია „აპლიკაციიდან.“
4.5 HikeSJ -ს უფლება აქვს, გაამჟღავნოს ან გასცეს „თქვენი“ პერსონალური ინფორმაცია იმ
შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნილია კანონით, ან ზედამხედველი ორგანოს/უწყების,
ან სამართალდამცავი ორგანოს მიერ, ან როდესაც HikeSJ, თავისი შეხედულებისამებრ,
საჭიროდ თვლის, რომ: დაიცვას თავისი ან სხვისი უფლებები, თავიდან აიცილოს რომელიმე
პირის მიმართ (მათ შორის, ქონებრივი) ზიანი, შეებრძოლოს თაღლითობას და/ან საკრედიტო
რისკს, უზრუნველყოს წინამდებარე პირობების აღსრულება ან გამოყენება.
4.6 HikeSJ პატივს სცემს სხვისი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და წინააღმდეგია
ინტელექტუალური საკუთრების რაიმე უფლების ნებისმიერი სახით დარღვევის.

5. შეწყვეტა
5.1 HikeSJ უფლებას იტოვებს, შეტყობინების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს „მომხმარებლი“ს
წვდომა „აპლიკაციასა“ და „სერვისებზე“ და ასევე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული
ნებისმიერი სხვა საშუალება იმ შემთხვევებში, როდესაც:
5.1.1„მომხმარებელი“ არღვევს ამ „ხელშეკრულების“ ან „პოლიტიკის“ პირობებს;
5.1.2მესამე პირი აცნობებს თავისი რომელიმე უფლების დარღვევის შესახებ „თქვენ“ მიერ
„აპლიკაციის“ ან „სერვისების“ გამოყენების შედეგად;
5.1.3 HikeSJ ვერ ახდენს მომხმარებლის მიერ HikeSJ -სთვის მიწოდებული ინფორმაციის
ვერიფიკაციას ან ავთენტურობის დადგენას;
5.1.4 HikeSJ -ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი მომხმარებლის მხრიდან რაიმე უკანონო, თაღლითური
ან შეურაცხმყოფელი საქმიანობის/ქმედების შესახებ; ან
5.1.5 HikeSJ -ს მიაჩნია, რომ მომხმარებლის ქმედებამ შეიძლება მისი, სხვა მომხმარებლების ან
HikeSJ -ს სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვიოს, ან ასეთი ქმედებები „აპლიკაციის“
ინტერესების საწინააღმდეგოა.
5.2დროებით შეჩერებული, უვადოდ შეჩერებული ან შეწყვეტილი სტატუსი მომხმარებელს
უკრძალავს „აპლიკაციის“ გამოყენებას იმავე ანგარიშით, სხვა ანგარიშით ან ხელახლა
რეგისტრირებული ახალი ანგარიშით. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო შეწყვეტის შემდეგ,
ასეთ მომხმარებელს აღარ შეიძლება ჰქონდეს წვდომა “აპლიკაციაში” დაცულ თავისივე
მონაცემებზე, შეტყობინებებზე, ფაილებზე და სხვა მასალებზე.
6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
6.1არავითარ შემთხვევაში, მათ შორის და არამარტო, დაუდევრობის შემთხვევაში, HikeSJ ან
მისი მფლობელი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, თანამშრომელი,
წარმომადგენელი (ერთობლივად მოხსენიბული, როგორც „დაცული პირები”)
პასუხისმგებელი არ არიან/იქნებიან ნებისმიერ პირდაპირ, არაპირდაპირ, განსაკუთრებულ,
შემთხვევით, თანმდევ, ან ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ან პირდაპირ ან
ირიბად უკავშირდება „აპლიკაციის“ გამოყენებას, ან გამოყენების შეუძლებლობას,
„აპლიკაციას“ ან მის კონტენტს, მასალებს, ფუნქციებს და „სერვისებს“, მომხმარებლის მიერ
ინფორმაციის მიწოდებას „აპლიკაციის“ საშუალებით, დაკარგულ შემოსავლებს/ბიზნესს ან
დაკარგულ მომხმარებლებს. არცერთ შემთხვევაში „დაცული პირები“ არ იქნებიან
პასუხისმგებელნი:
6.1.1პროვაიდერების მიერ ყველა ან რომელიმე კონკრეტული სახის მომსახურების
მიწოდებაზე ან მიუწოდებლობაზე იმ მომხმარებლებისათვის, რომელთან დაკავაშირება ან
რომლის მართვა ხორციელდება „აპლიკაციის“ საშუალებით;

6.1.2ნებისმიერ კონტენტზე, რომელიც „აპლიკაციაზე“ ან მისი მეშვეობით, განთავსებული,
გადაცემული, გაცვლილი ან მიღებული იქნა ნებისმიერი მომხმარებლის ან სხვა პირის
სახელით;
6.1.3„თქვენ“ მიერ გაზიარებული ინფორმაციისა თუ მონაცემების ნებისმიერ
უნებართვო/არაავტორიზებულ წვდომაზე ან მათ შეცვლაზე; ან
6.1.4„სერვისებთან“ დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა საკითხზე.
7. შენარჩუნება და განადგურება
7.1 HikeSJ -ს, საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლია, შეინახოს „აპლიკაციის“ ან „სერვისების“
მომხმარებლებისგან შეგროვებული ინფორმაცია ამგვარი ინფორმაციის მიზნის, საშუალებისა
და გამოყენების მეთოდებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად. კომპიუტერის ვებ-სერვერის „ლოგები“/ჟურნალები იმ ვადით
შეიძლება იქნას შენახული, რამდენიც ეს ადმინისტრაციულად იქნება აუცილებელი.
8. მოქმედი კანონმდებლობა და დავების მოგვარება
8.1თქვენ ეთანხმებით, რომ წინამდებარე „ხელშეკრულება“ და ნებისმიერი ურთიერთობა
HikeSJ -სა და მომხმარებელს შორის რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
8.2ნებისმიერი დავა, პრეტენზია ან უთანხმოება, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე
„ხელშეკრულებიდან“ ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის, წინამდებარე „ხელშეკრულების“
მოქმედების ფარგლების, გამოყენებადობის, „აპლიკაციის“, „სერვისების“ ან მათი საშუალებით
მოწოდებული ინფორმაციის გამოყენების თაობაზე, განიხილება საქართველოს შესაბამისი
სასამართლოების მიერ.
9. საკონტაქტო ინფორმაცია
9.1თუ მომხმარებელს რაიმე შეკითხვა ექნება HikeSJ -სთან, წინამდებარე
„ხელშეკრულებასთან“ „სერვისებთან“ ან ამ „პირობებით“ გათვალისწინებულ ნებისმიერ
საკითხთან დაკავშირებით, HikeSJ -ს მომხმარებლებს დახმარების მისაღებად, შეუძლიათ,
მოგვმართოთ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: s.javakhetidmo@gmail.com
10. განცალკევებულობა
10.1თუ საქართველოს შესაბამისი სასამართლოები „ხელშეკრულების“ რომელიმე დებულებას
ბათილად მიიჩნევენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაშინ, აღნიშნული დებულება
გამოირიცხება „ხელშეკრულებიდან“, ხოლო „ხელშეკრულების“ დარჩენილი ნაწილი
განმარტებული იქნება ასეთი ბათილი დებულების გარეშე და ძალაში დარჩება
„ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად; ამასთან, „ხელშეკრულება“ განმარტებული უნდა
იქნას იმგვარად, რომ მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულთან მაქსიმალური
შესაბამისობით ითვალისწინებდეს ბათილი დებულების მნიშვნელობასა და განზრახვას,
როგორც ეს განსაზღვრული იქნება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სასამართლოს მიერ.
11. უარი

11.1წინამდებარე „ხელშეკრულების“ ნებისმიერი დებულების/პირობის გაუქმება ან
დარღვევის შედეგად შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარი შესაძლებელია
მხოლოდ და მხოლოდ ასეთი უარის ან თანხმობის წერილობითი გაფორმებისა და HikeSJ -ს
მიერ ხელმოწერის შემდგომ/შემთხვევაში. HikeSJ -ს მხრიდან ნებისმიერი თანხმობა ან „თქვენ“
დარღვევაზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარი, აშკარა იქნება ეს, თუ –
ნაგულისხმევი, არ წარმოადგენს თანხმობას, უარს ან პატიებას რაიმე სხვა ან ნებისმიერ
მომდევნო დარღვევაზე.
„თქვენ“ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე „პირობებს“ და ეთანხმებით მასში
მოცემულ ყველა დებულებას.

error: Content is protected