სამცხე-ჯავახეთში წარმოდგენილია ზამთრის ტურიზმის დიდი პოტენციალი, რაც მოიცავს თხილამურებით სრიალს, სნოუბორდინგს, ზამთრის ლანდშაფტებით ტკბობას, ფოტოგრაფიას და სხვა.
რეგიონი ცნობილია ზამთრის კურორტებით, როგორიცაა ბაკურიანი, მიტარბი, სადაც სათხილამურო ტრასები მორგებულია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მოთხილამურეებისთვის.
ვიზიტორებს შეუძლიათ დატკბნენ ზამთრის პეიზაჟებით ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ზამთრის ფეხსაცმელების სალაშქრო ბილიკებით ან ჯავახეთის გაყინუილ ტბებით. ჯავახეთში მდებარე 60-ზე მეტი დიდი და პატარა ტბა ზამთრის და ადრეული გაზაფხულის პერიოდში გაყინულია და თვალწარმტაც სანახაობას ქმნის.
უფრო ექსტემალური სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ თოვლმავლებით ტური მოსინჯონ ბაკურიანიდან სოფელ ტაბაწყურამდე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ცნობილი სათხილამურო კურორტი ბაკურიანი, ბორჯომიდან, სულ რაღაც, 40 წუთის სავალზე. ბაკურიანი განთქმულია მთელს კავკასიაში და იდეალური ადგილია დასასვენებლად როგორც ზამთრის, ასევე, ზაფხულის სეზონისთვის. აქ არსებული სათხილამურო ტრასები ბაკურიანს საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტული დანიშნულების ადგილად აქცევს.
ბაკურიანი საოჯახო დასვენებისთვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს, რომელიც აქტივობათა მრავალფეროვნებას სთავაზობს ყველა ასაკობრივ ჯგუფს. სათხილამურო ზონას აქვს 13 საბაგირო, ხოლო ტრასების სიგრძე 33 კმ-ია. უმაღლესი წერტილი, ზღვის დონიდან, 2702 მეტრზეა.
ზამთარში შეგიძლიათ, ბაკურიანიდან თოვლმავლებით თვალწარმტაც სოფელ ტაბაწყურამდე გაემართოთ, ხოლო ზაფხულში ტბასთან ცხენებით ან მაღალი გამავლობის მანქანით შეძლებთ მისვლას.
თუ ბაკურიანში ზამთარში მოხვდით აუცილებლად სცადეთ თოვლმავლების ტური ტაბაწყურის ტბამდე. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, ადგილობრივების შესახებ საკონტაქტო ინფორმაციისთვის.
ბაკურიანში მიმდინარე შეჯიბრების და ჩემპიონატების შესახებ გამოიწერეთ გვერდი Mountain Trails Agency
ზამთარში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი განსაკუთრებით ლამაზია. ეროვნულ პარკში თოვლის ფეხსაცმელების ერთდღიანი და ორდღიანი ბილიკები გელით. თოვლის ფეხსაცმელების ქირაობა შესაძლებელია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ეროვნული პარკის ვებგვერდს
ბაკურიანიდან სოფელ ტაბაწყურამდე თოვლმავლებით მოგზაურობა წარუშლელ გამოცდილებას პირდება ვიზიტორებს. გზად დატკბებით თოვლით დაფარული პეიზაჟებითა და თვალწარმტაცი მთის ბილიკებით.
უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, საიტის მეშვეობით დაუკავშირდეთ სამცხე-ჯავახეთის DMO-ს.
Automated page speed optimizations for fast site performance