ჯირითი

გაინტერესებთ აქტიური დასვენება? სამცხე-ჯავახეთის რეგიონი გამოირჩევა სათავგადასავლო ტურიზმით და ვიზიტორებს სთავაზობს არჩევანის მრავალფეროვნებას მათი საჭიროებებიდან და ინეტერესებიდან გამომდინარე. ბუნებისა და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე რეგიონი მიმზდიველი დესტინაციაა ცხენოსნობის მოყვარულთათვის. ცხენზე ჯირითისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ ბორჯომ-ხარაგაული ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს ან ადგილობრივ მეწარმეებს.

ცხენზე ჯირითი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთავაზობს ფართო შესაძლებლობებს, როგორიცაა ლაშქრობა, ცხენებით გასეირნება, ველოსიპედი, თოვლის ფეხსაცმელების ტური, კულტურული და საგანმანათლებლო ტურები. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის უნდა მიმართოთ ვიზიტორთა ცენტრს.

ეროვნულ პარკში შესვლისას აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში. მისამართი:ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. N23

სამუშაო საათები:

09:00 – 18:00 – ორშაბათი-პარასკევი

09:00 – 16:00 – შაბათ-ვკირა

წლის მანძილზე დასვენების დღეები: 1 იანვარი, 7 იანვარი და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

გამოიწერეთ პარკის გვერდი სოციალურ მედიაში – დააჭირე აქ https://www.facebook.com/BorjomiKharagauli/

დამატებითი კითხვებისთვის იხილეთ პარკის ოფიციალური გვერდი – დააჭირე აქ – Click Here

ნახე რუკაზე!

აგროტურისტულ მეურნეობა თირებს შეუძლია ბევრი შესთავაზოს დამთვალიერებელს, როგორიცაა დასარჩენი ადგილი, მესხური სამზარეულო და მასტერკლასები, ასევე საცხენოსნო ტურები მიმდებარე ბუნებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ფერმას.

გიორგი მაისურაძე +995574185231

Borjomi-Kharagauli National Park

error: Content is protected