მარშრუტის სიგრძე: 4.75 კმ
მინ./მაქს. სიმაღლე: 1020/1148 მ.
სიმაღლის მომატება/დაკლება: 278/278 მ.
მარშრუტის ტიპი: ქსელური
მარშრუტის სირთულის კატეგორია: მარტივი
მარშრუტის აღწერა
მარშრუტი გაძლევთ საშუალებას წაღვერის პარკში გაისეირნოთ და დატკბეთ ლამაზი ბუნებით და მინერალური წყაროებით. წაღვერის ტყე-პარკში ექვსი მინერალური წყაროა. ბილიკი წაღვერის პარკში შედის, გაივლის ჯერ ქვედა N13 მინერალურ წყაროს, შემდეგ კი ზედა წყაროებს N1-სა და N2-ს. აქედან ბილიკი ტყეში შედის და მიგიყვანთ N10 და N9 მინერალურ წყაროებთან, საიდანაც მდინარე გუჯარეთისწყლისა გავლით მიხვალთ N5 მინერალურ წყაროსთან და ჩანჩქერთან. იქიდან შესაძლებელია უზნარიანის ციხეზე ასვლა.
უზნარიანის ციხე XIII საუკუნის ძეგლია, რომელიც დაბა წაღვერის განაპირას კლდოვან ნაპირზეა აღმართული. უზნარიანის ციხიდან წაღვერის ცენტში საავტომობილო გზითაა დაბრუნება შესაძლებელი.
ციხიდან ასევე მარშრუტი გრძელდება სოფელ მზეთამზეს მიმართულებით და შემდეგ შესაძლებელია ბაკურიანში გადასვლაც.
Automated page speed optimizations for fast site performance