სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დაფუძნდა 2019 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის (ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა, ახალქალაქი) მიერ, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით და USAID/Zrda Activity in Georgia-ს და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით.
ორგანიზაციის ძირითადი მიზნები:
სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის მართვის ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს რეგიონის ბუნებრივი და ანთროპოგენური რესურსების წარმატებული პოზიციონირება მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე და ამავე დროს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება მკვიდრი მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობით.
2030 წლისთვის სამცხე - ჯავახეთი წარმოადგენს მდგრადად განვითარებულ ტურისტულ ადგილს, რომელიც პოზიციონირებს საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე, როგორც მრავალფეროვანი, მრავალკულტურული და უნიკალური შთაბეჭდილების შემქმნელი რეგიონი. ამასთანავე უნიკალური შთაბეჭდილებები დაფუძნებულია რეგიონის კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ინარჩუნებს და აღადგენს, წარმოადგენს მაღალი ხარისხის პროდუქტს და ორიენტირებულია ტურიზმის ადგილობრივი პირველადი და მეორეული პროდუქციის მაქსიმალურ გამოყენებაზე.