სამცხე-ჯავახეთი ძალიან მდიდარია ძველი და ახალი ხალხური ფესტივალებით. თითოეულ მუნიციპალიტეტი ხშირად მისთვის დამახასიათებელ ფესტივალს მართავს ხოლმე, რომელიც გამოირჩევა მდიდარი და მრავალფეროვანი ტრადიციებით და ყოველთვის იზიდავს დაინტერესებულ ტურისტებს. დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა სეზონის ფესტივალებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ოფიციალურ Facebook გვერდზე - (@visitsamtskhejavakheti) ან ვებგვერდის ამ განყოფილებაში.
„პურის ფესტივალი“ ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც „ელკანას“ ინიციატივით 2010 წლიდან, უკვე მეხუთედ, იმართება ახალციხეში. ფესტივალი უწყვეტად ტარდება 2021 წლიდან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“, სამცხე–ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO), და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით. 2023 წელს, პირველად, ფესტივალის სპონსორებს შორის იყო რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენელი – სასტუმრო ახალციხე ინი.
ფესტივალის მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა–პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა და ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა/გასაღების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების წარმოჩენა–წახალისება.
ფესტივალის ვიზიტორებს საშუალება აქვთ გაეცნონ ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა–მოყვანის წესებს, დააგემოვნონ ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის ხორბლის პური, ადგილობრივი პროდუქტები და სამცხე–ჯავახეთის ტრადიციული კერძები.
Are you interested in local arts, food, and beverages? So, if you are visiting Samtskhe-Javakheti during the New Year or Christmas period don’t miss traditional Christmas Markets.
Each year each municipality organizes Christmas Markets in its territory. The days are usually announced in advance at the beginning of December. You can find the information on our website closer to the date.
Christmas Markets get together local entrepreneurs and young people who showcase crafts, food, and delicious.
Automated page speed optimizations for fast site performance