ვებგვერდის ამ განყოფილებაში იპოვით საუკეთესო ადგილებს რეგიონში დასარჩენად და ასევე, გემრიელი კერძების, მათ შორის მესხურის, დასაგემოვნებლად.
აქ ჩამოთვლილი ყველა ობიექტი სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერაა რეკომენდებული.
რესტორანი “ზედაშე” სასტუმრო „ახალციხე ინნ“-ში მდებარეობს. სივრცე სტუმრებს არა მხოლოდ გემოვნებიან კერძებს, არამედ არტისტულ გარემოსაც სთავაზობს. რესტორანი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებით არის გაფორმებული. „ზედაშეს“ სტუმრებს საშუალება აქვთ, ტრადიციული კერძები დააგემოვნონ, მათ შორის, მესხურ მარგალიტად წოდებული ტენილი ყველი, ლოკოკინები, მაკარლამა, მესხურ ატრიად და პასტად შეფასებული თათარბერაკი და სხვა.