ვებგვერდის ამ განყოფილებაში იპოვით საუკეთესო ადგილებს რეგიონში დასარჩენად და ასევე, გემრიელი კერძების, მათ შორის მესხურის, დასაგემოვნებლად.
აქ ჩამოთვლილი ყველა ობიექტი სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერაა რეკომენდებული.
სასტუმრო „ახალციხე ინნი“ სამცხე-ჯავახეთში ქალაქ ახალციხის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. ოთხსართულიანი კომპლექსის ინტერიერი და ექსტერიერი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი და დამსვენებლებს კომფორტულ და მყუდრო გარემოს სთავაზობს.
უნიკალურად გაფორმებული შიდა სივრცე, შთამბეჭდავი დიზაინი, თანამედროვე და ტრადიციული ქართული ელემენტების თანხვედრა სტუმრებს იდეალურ გარემოს უქმნის.
სასტუმრო 105 ინდივიდუალური ნომრისგან შედგება. თითოეულ ოთახს აქვს ფრანგული სტილის აივანი, საიდანაც პანორამული ხედები იშლება. ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.
კომპლექსის პირველ სართულზე რამდენიმე ბარსა და რესტორანს შეხვდებით, სადაც ადგილობრივ მესხურ ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ და სასიამოვნო მუსიკალურ საღამოს გაატარებთ.
„ახალციხე ინნში“ განთავსებულია სპა, აუზი, ფიტნეს დარბაზი, საუნები, ღია ვერანდა, საიდანაც რეგიონის ულამაზესი ხედებით დატკბებით.
სასტუმროში 2 საკონფერენციო დარბაზს შეხვდებით. პირველ დარბაზში 60 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი, მეორე დარბაზი კი 100 სტუმარს იტევს. საკონფერენციო სივრცეების გამოყენება სეზონის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
სასტუმროს თითოეულ სართულზე ჰოლი და მოსასვენებელი სივრცეებია განთავსებული.
ადგილობრივი მცენარეებით მორთული ულამაზესი ეზო სიმყუდროვის განცდას უქმნის როგორც ოჯახური დასვენების მსურველებს, ასევე მეგობრებთან ერთად განტვირთვის მიზნით ჩამოსულ ტურისტებს.
სასტუმროში სტუმრებისთვის გათვალისწინებულია პარკირების ზონაც.
სასტუმრო „ბაკურიანი ინნი“ რეგიონში დანიშნულების მთავარი ადგილია მთისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. სასტუმრო 153 ინდივიდუალური ნომრისგან და რამდენიმე საკონფერენციო სივრცისგან შედგება.
ბაკურიანი 2 საუკუნის ისტორიას ითვლის. კურორტი დამსვენებლებს ტურისტულ სერვისებს რამდენიმე მიმართულებით სთავაზობს. თუ ზამთრის ოლიმპიური სახეობები, ზაფხულის ექსტრემალური სამთო სპორტი გიყვართ, მოყვარული მოთხილამურე ხართ, ან მეგობრებთან და ბავშვებთან ერთად დასვენებას გადაწყვეტთ, ბაკურიანი ინნს უნდა ეწვიოთ.
გაზაფხულსა და ზაფხულში ბაკურიანი ინნის დამსვენებლებს შეუძლიათ დაკავდნენ ექსტრემალური სპორტით, იფრინონ პარაპლანით, საერთაშორისო დონის ველობილიკებზე ტურებში მიიღონ მონაწილეობა ან დაგეგმონ ლაშქრობები ბაკურიანის ალპურ ბოტანიკურ ბაღში.
რესტორნები, დასასვენებელი პარკი, კინოთეატრი, თოვლის სკუტერები, ყინულის მოედანი, საცხენოსნო ტურები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რაც ბაკურიანში სტუმრობისას გელოდებათ.
მაღალი მთების სილამაზე, სუფთა ჰაერი, მზის ნათება, ნაძვნარი და წიფლნარი ტყე ოთხივე სეზონზე სამკურნალო კლიმატს ქმნის. ბაკურიანი იმითაც გამორჩეულია, რომ ჰაერი მდიდარია ოზონით, რაც ორგანიზმის იმუნიტეტს მნიშვნელოვნად ზრდის.
ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით მისვლა ცნობილი „კუკუშკითაც“ არის შესაძლებელი. გზა ბორჯომისწყლის უმშვენიერეს ხეობაში გადის.
მსოფლიოში ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი ბორჯომი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 800-850 მეტრზე. ბორჯომის ჰავა რბილია, ზომიერად ნოტიო. ზაფხული თბილია (საშუალო ტემპერატურა + 21 გრადუსი), ზამთარი ზომიერად ცივი (+2; – 7 გრადუსი). ბორჯომის ხეობის მცენარეული საფარი მრავალფეროვანია, ჭარბობს წიწვოვანი ტყე.
ბორჯომის ჰავა მინერალურ წყალთან ერთად ხელსაყრელია არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და ნივთიერებათა ცვლის მქონე პაციენტებისთვის, არამედ სტრესის მქონე ადამიანებისთვისაც. გასაკვირი არ არის, რომ ბორჯომს “კავკასიის მარგალიტს” უწოდებენ.
„ბორჯომი პალასი“ 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო-სანატორიუმია, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. შესანიშნავია როგორც ინდივიდუალური, ასევე ოჯახური დასვენებისთვის. სასტუმროს აქვს 164 კომფორტული ნომერი, სტანდარტული ერთადგილიანი ნომრებიდან დაწყებული საპრეზიდენტო ნომრებით დამთავრებული.
სამედიცინო და ჯანმრთელობის ცენტრი განთავსებულია თავად სასტუმროში. კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის დაავადებების სრული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა საშუალებას აძლევს სამედიცინო ცენტრის ვიზიტორებს გადაჭრან თითქმის ყველა ჯანმრთელობის პრობლემა ერთ დაწესებულებაში. ბორჯომი პალასის სამედიცინო ცენტრი თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობისა და კვალიფიციური პერსონალის ერთობლიობას წარმოადგენს. ვიზიტორებს საშუალება აქვთ მიიღონ მომსახურების სრული სპექტრი: სხეულის ყოვლისმომცველი დიაგნოსტიკა, კონსულტაცია ექიმებთან (თერაპევტი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი, გინეკოლოგი, კარდიოლოგი), ყოვლისმომცველი ულტრაბგერითი გამოკვლევა, ძირითადი ლაბორატორიული ტესტები. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სხვა სპეციალისტებთან კონსულტაციების ორგანიზება. ძირითადი მიმართულებაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრევენციული მკურნალობა. ბალნეოლოგიური განყოფილება გთავაზობთ თითქმის ყველა სახის სამკურნალო და სარეაბილიტაციო აბაზანებს: წყალქვეშა შხაპის მასაჟს, მინერალურ აბაზანებს. სამედიცინო ცენტრის ფიზიოთერაპიული განყოფილება ახორციელებს შემდეგ პროცედურებს: ფიზიოთერაპია, ელექტრო ტალახისა და პარაფინის აპლიკაციები, ულტრაბგერითი თერაპია, ღრძილების ირიგაცია, ინჰალაციის გინეკოლოგიური პროცედურები. სანატორიუმში 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მყოფ სტუმრებს სთავაზობენ სამედიცინო პროცედურების ბონუს პაკეტებს “7 დღე +”, “10 დღე +” და “14 დღე +”.
კოტეჯების კომპლექსი „გალილეო“ მდებარეობს აბასთუმნის ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ადგილას – არაზინდოში, დასახლების მიმდებარედ, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში. ეკო კოტეჯები გაგაოცებთ თავისი თანამედროვე დიზაინით, პანორამული ხედებით ცაზე, სიმყუდროვით და სილამაზით.
ჩვენს ტერიტორიაზე განთავსებულია 6 კოტეჯი, თითოეული მათგანი გამოირჩევა უნიკალური ხედებით და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. 4 კოტეჯი გახლავთ 2 სართულიანი, რაც მოიცავს: 2 საძიენებლს, სტუდიოს ტიპის მისაღებს, სამზარეულს და სველ წერტილს. ასევე გალილეო გთავაზობთ 2 სართულიან 1 საძინებლიან და 1 სართულიან 2 საძინებლიან კოტეჯებს.
გალილეოს თითოეულ კოტეჯს აქვს ინდივიდუალური აუზი, თუმცა ასევე საერთო სივრცეში გთავაზობთ დიდ აუზსს და ბავშვთა გასართობ სივრცეს.
Automated page speed optimizations for fast site performance