სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორ ინსტიტუციას შორის უკვე ჩამოყალიბებულია საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკა. ურთიერთშეთანხმების მიზანია ერთის მხრივ, უნივერსიტეტმა და მეორეს მხრივ, სამცხე-ჯავახეთის DMO-მ ხელი შეუწყონ განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, ორგანიზაციულ ხელშეწყობას, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
error: Content is protected