მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

HikeSJ („ჩვენ“, „აპლიკაცია“) იღებს ვალდებულებას, დაიცვას თქვენი კონფიდენციალობა და
თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. წინამდებარე „მონაცემთა დაცვის
პოლიტიკა“ ქვეყნდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის
შესაბამისად და განმარტავს, თუ როგორ ვახორციელებთ ჩვენი რეგისტრირებული
მომხმარებლების („მომხმარებელი“, „თქვენ“, „თქვენი“) პერსონალური მონაცემების და
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, გაზიარებას და
დაცვას.
თუ „თქვენ“ არ ეთანხმებით მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, გაზიარების და დაცვის იმ
მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“, არ გამოიყენოთ HikeSJ
ან რომელიმე სხვა მისი სერვისი.
• ამ „აპლიკაციის“ გამოყენება ჩაითვლება იმის ნიშნად, რომ „თქვენ“ წაიკითხეთ, გაიგეთ
და დაეთანხმეთ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“ განსაზღვრულ მეთოდებსა და
პოლიტიკას და თანახმა ხართ, „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ სავალდებულო იყოს
თქვენთვის.
• წინამდებარე დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ „თქვენ“ ეთანხმებით „თქვენი“
პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამჟღავნების იმ მეთოდებს,
რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“.
1. პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება
HikeSJ აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია, რომ
მოგაწოდოთ „სერვისები“ და საუკეთესო გზით დავაკმაყოფილოთ „თქვენი“ საჭიროებები,
ასევე, სტატისტიკური ანალიზისა და ბიზნესის კვლევისთვის მხოლოდ აგრეგირებული ან
დეიდენტიფიცირებული ფორმით.
ჩვენ პატივს ვცემთ „თქვენს“ კონფიდენციალობას და ამიტომ, დასამუშავებელი პერსონალური
მონაცემები:
ა. მუშავდება კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ;
ბ. გროვდება მკაფიო, კონკრეტული და ლეგიტიმური მიზნებისთვის და მხოლოდ ამ მიზნების
შესაბამისად;
გ. არის იმ მიზნების ადეკვატური, რელევანტური და არ არის გადაჭარბებული იმ
მიზნებისთვის, რომელთათვისაც მუშავდება;
დ. არის ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, ხდება მათი განახლება;

„თქვენ“ ეთანხმებით ზემოხსენებული მიზნებისთვის ასეთი ინფორმაციის შეგროვებას და
დამუშავებას HikeSJ -ს მიერ. ინფორმაცია, რომელსაც „თქვენგან“ შევაგროვებთ და
დავამუშავებთ, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
• თქვენი საცხოვრებელი ქვეყანა;
• ელექტრონული ფოსტის მისამართი;
• დაბადების თარიღი.
• ინფორმაციას „თქვენ“ მიერ „სერვისების“ გამოყენების შესახებ, „სერვისების“
გამოყენების გზით, „თქვენი“ განვლილი მარშრუტების შესახებ ისტორიას;
• სხვა ინფორმაცია, რომელსაც „თქვენ“ ნებაყოფლობით გადაწყვეტთ, რომ მოგვაწოდოთ
2. კონფიდენციალობის გარანტიები
2.1. „თქვენ“ პასუხისმგებელი ხართ იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელსაც გვაწვდით,
როგორიცაა „თქვენი“ საკონტაქტო მონაცემები ანგარიშის რეგისტრაციისას. თუ „თქვენ“ მიერ
მოწოდებული რაიმე ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი,
მოძველებული ან არასრულია (ან აღარ შეესაბამება სინამდვილეს, აღარ არის ზუსტი,
მოძველდა ან არასრული გახდა), ანდა HikeSJ -ს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ „თქვენ“ მიერ
მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან
არასრულია, ჩვენ შეიძლება შეგიწყვიტოთ „თქვენთვის“ „სერვისების“ მოწოდება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.2. თუ არ გსურთ, მიიღოთ სარეკლამო და მარკეტინგული კატეგორიის ინფორმაცია
სერვისების შესახებ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის
მისამართზე: s.javakhetidmo@gmail.com.
2.3. „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ ვრცელდება „აპლიკაციაზე“, კომპიუტერულ პროგრამაზე,
პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებსაც ფლობს და აკონტროლებს სამცხე-ჯავახეთის
დანიშნულების ადგილის მართვის ორგზანიაცია (საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად დაფუძნებული და მოქმედი იურიდიული პირი). „თქვენ“ მიერ „სერვისების“
გამოყენებასა და წვდომაზე ვრცელდება „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“, ჩვენი პირობები და
სხვა პოლიტიკა. HikeSJ არ ახორციელებს კონტროლს იმ საიტებზე, რომლებიც ძიების
შედეგად ან ბმულების სახით გამოჩნდება მის „სერვისებში“. ამ სხვა საიტებმა შესაძლოა
თავიანთი მოკლე საინფორმაციო ფაილები (ე.წ. ქუქი-ფაილები) ან სხვა ფაილები განათავსონ
„მომხმარებლის“ მოწყობილობაზე, შეაგროვონ მასზე ინფორმაცია ან მოსთხოვონ
„მომხმარებელს“ პერსონალური ინფორმაცია, რაზეც HikeSJ პასუხს არ აგებს. შესაბამისად,
HikeSJ არ იძლევა გარანტიას ასეთი ვებგვერდების მონაცემთა დაცვის მეთოდების და მათზე
განთავსებული ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამის, ხმის, ფოტოების,
გრაფიკების, ვიდეოების, გზავნილების ან სხვა მასალის სიზუსტის, სანდოობის ან ხარისხის
თაობაზე. თუ გადაწყვეტთ, ეწვიოთ მიბმულ მესამე მხარის ვებგვერდს, ამაზე მთლიან რისკს
„თქვენ“ იღებთ. HikeSJ მოუწოდებს „მომხმარებელს“, წაიკითხოს მესამე მხარეების მონაცემთა
დაცვის პოლიტიკა.

2.4. HikeSJ ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რომ დაიცვას მის
კონტროლქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან,
არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირებისა და
უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევით დაკარგვისგან. თუმცა, HikeSJ არ არის
პასუხისმგებელი „მომხმარებლის“ რაიმე ზარალზე, რომელიც მას მიადგა „მომხმარებლის“ იმ
ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ან
მოპარული მონაცემების გამო, რომლითაც „მომხმარებელი“ იღებს „სერვისებს“.
2.5. HikeSJ ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს და აქვს
სრულყოფილი დოკუმენტირებული საინფორმაციო უსაფრთხოების პროგრამა და
საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც განსაზღვრულია მენეჯერული, ტექნიკური,
საოპერაციო და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის ზომები, რომლებიც შეგროვებული
ინფორმაციის და ჩვენი საქმიანობის ბუნების თანაზომადია.
2.6. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით კონფიდენციალობის და მონაცემების დაცვის
„თქვენს“ უფლებას და გარდა ამ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“ განსაზღვრული
შემთხვევებისა, „თქვენს“ პერსონალურ ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ მაშინ, თუ ამას
მოითხოვს კანონი, ზედამხედველობითი ორგანო ან სამართალდამცავი ორგანო, ანდა თუ
HikeSJ, თავისი შეხედულებით, ჩათვლის საჭიროდ საკუთარი უფლებების ან სხვათა
უფლებების დასაცავად, ადამიანებისა და ქონებისთვის ზიანის მიყენების თავიდან
ასაცილებლად, თაღლითობასა ან საკრედიტო რისკთან საბრძოლველად, ან „გამოყენების
პირობების“ ასამოქმედებლად ან გამოსაყენებლად.
2.7. იმ მოცულობით, რა მოცულობითაც იქნება საჭირო „მომხმარებლებისთვის“ „სერვისების“
გასაწევად, HikeSJ ინფორმაციას მიაწოდებს კონტრაქტორებს, რომლებიც მუშაობენ HikeSJ -ს
სახელით ან HikeSJ -სთან „აპლიკაციის“ ექსპლუატაციაზე. ასეთ შემთხვევაში, „თქვენ“
გვაძლევთ ნებართვას, „თქვენი“ პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ ამ მიზნით
გავუმხილოთ კონტრაქტორებს.
2.8. ჩვენ ხელმისაწვდომს ვხდით „მომხმარებლის“ ყველა ინფორმაციას ჩვენი
თანამშრომლების, აგენტების ან პარტნიორებისა და მესამე მხარეებისთვის მხოლოდ
სამსახურებრივი აუცილებლობის საფუძველზე და ვაკისრებთ ჩვენს თანამშრომლებს
კონფიდენციალობის მკაცრი დაცვის ვალდებულებას.
2.9. HikeSJ არ არის პასუხისმგებელი ჩვენი პარტნიორების/„პროვაიდერების“ და მესამე
მხარეების მიერ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობაზე,
უსაფრთხოებასა ან გავრცელებაზე, რომელიც სცილდება ასეთ პარტნიორებსა და მესამე
მხარეებთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებს. გარდა ამისა, HikeSJ არ არის
პასუხისმგებელი უსაფრთხოების რაიმე დარღვევაზე ან მესამე მხარის ქმედებაზე ან
მოვლენებზე, რომლებსაც HikeSJ ვერ აკონტროლებს, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე,
მთავრობის ქმედებებზე, კომპიუტერში ჰაკერულ შეღწევაზე, კომპიუტერულ მონაცემებთან
და მონაცემთა შესანახ აღჭურვილობასთან არაუფლებამოსილ წვდომაზე, კომპიუტერის

მწყობრიდან გამოსვლაზე, უსაფრთხოების და კოდირების დარღვევაზე,
ინეტრნეტმომსახურების ან „მომხმარებლის“ სატელეფონო სერვისის უხარისხობაზე, სხვა.
3. ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში
ჩვენ გვაქვს უფლება, ნებისმიერ დროს განვაახლოთ „მონაცემთა დავის პოლიტიკა“. იმ
შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა „მომხმარებლის“ იდენტიფიცირებადი
პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაში ან „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“, ჩვენ ისე
განვათავსებთ შეტყობინებას „აპლიკაციაზე“, რომ შეძლოთ მათი გაცნობა „სერვისების“
მოხმარების გაგრძელებამდე. თუ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, ჩვენი ახლანდელი
„მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ ეხება ყველა ინფორმაციას, რომელიც HikeSJ -ს აქვს „თქვენსა“
და „თქვენი“ ანგარიშის შესახებ.
4. თანხმობა წინამდებარე პოლიტიკაზე
„თქვენ“ აღიარებთ, რომ წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ წარმოადგენს
„აპლიკაციის და სერვისების გამოყენების პირობების“ ნაწილს და უპირობოდ აცხადებთ, რომ
თუ „აპლიკაციის“ და მისი „სერვისების“ „მომხმარებელი“ გახდებით „თქვენ“ (i) ეთანხმებით
„მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“ და (ii) ეთანხმებით HikeSJ -ს მიერ „თქვენი“ პერსონალური
ინფორმაციის გამოყენებას, შეგროვებას, დამუშავებასა და/ან გამჟღავნებას იმ ფორმით და იმ
მიზნებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა“ და
„მომხმარებლის პირობებში“.
5. მისამართი კონფიდენციალობის და მონაცემთა დაცვის უფლების თაობაზე კითხვებისთვის
თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ ან თქვენი
ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების და გამჟღავნების მეთოდების შესახებ, შეგიძლიათ
დაგვიკავშირდეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე s.javakhetidmo@gmail.com.-
ზე. ჩვენ გამოვიყენებთ სათანადო ძალისხმევას, რომ სწრაფად გიპასუხოთ ნებისმიერ
თხოვნაზე, შეკითხვასა ან წუხილზე, რომელიც შესაძლოა გქონდეთ ჩვენს მიერ „თქვენი“
პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
„თქვენ“ გაქვთ უფლება, მონაცემთა დაცვის სააგენტოში შეიტანოთ საჩივარი ჩვენ მიერ
„თქვენი“ პერსონალური მონაცემების შეგროვების და გამოყენების თაობაზე.

error: Content is protected