22-23 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ რეგიონის საფეხმავლო ბილიკების პოპულარიზაციის მიზნით ინფო-ტური გამართა. ტურისთვის შეირჩა ჯავახეთის ციკლოპურ ციხეებზე მიმავალი ბილიკები.
ათამდე ტურიკოპანიის წარმომადგენელი, ფოტოგრაფები და გიდები, სამცხე-ჯავახეთის DMO-ს გუნდთან ერთად, პირველ დღეს შაორის, ხოლო მეორე დღეს აბულის ციხეზე ავიდნენ.
აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს – „სამთო და ეკოტურიზმის განვითარება სამცხე-ჯავახეთში“.
პროექტი 2020 წელს დაიწყო და მოიცვა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში საფეხმავლო ბილიკების მარკირებას. სხვა აქტივობებთან ერთად მიმდინარეობს ბილიკების პოპულარიზაცია და რეგიონის ეკოტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლება.