2023 წლის 19-22 იანვარს, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე დიდ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
ჰელსინკში გამართულ Matka Nordic Travel Fair 2023-ზე, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 5 ქართული ტურისტული კომპანია.
წლევანდელ წელს Matka 2023-ში მონაწილეობა მიიღო 900-ზე მეტმა ორგანიზაციამ მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან. გამოფენას ოთხი დღის განმავლობაში 50 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, რომელთაც საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ პოტენციალს.
error: Content is protected