საფეხმავლო გიდებმა ლევანის ტბის ქსელური მარშრუტი გაიარეს. ლევანის ტბის ქსელური მარშრუტი შედგება ხუთი ცალმხრივი ბილიკისაგან, რომლებიც თავს იყრის ლევანის ტბასთან (2565მ.). აბულ-სამსარის ვულკანურ რელიეფში მოქცეული, მყინვარული, მოლურჯო ელფერის ტბა იდეალურად ერწყმის ვულკანური მთებით, ქვიანი ფერდობებითა და ბალახიანი მდელოებით დატვრითულ რელიეფს. აქედან შესაძლებელია ნებისმიერი მარშრუტის არჩევა, ან კვლავ ცალმხრივი ბილიკით უკან დაბრუნება. ასევე, შესანიშნავ საბანაკე ადგილს ქმნის ლევანის ტბის ჩრდილოეთით, მოსწორებული, ბალახიანი მდელოები.
14-15 ივლისს ორგანიზებული ინფო-ტურის მიზანს რეგიონის საფეხმავლო ბილიკების პოპულარიზაცია წარმოადგენს და სამცხე-ჯავახეთის DMO-მ მიმდინარე პროექტის -„სამთო და ეკოტურიზმის განვითარება სამცხე-ჯავახეთში“ ფარგლებში განახორციელა.
აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის DMO, აღნიშნულ პროექტს, 2020 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე, ბილიკების პოპულარიზაცია და რეგიონის ეკოტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლება მიმდინარეობს.
error: Content is protected