საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ ჩეხეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა ახალი პროექტი – „ურაველის ხეობის ადგილობრივი თემის შესაძლებლობების გაუმჯობესება ტურისტული პროდუქტები განვითარების გზით“.
შეიქმნა ახალი და ძალიან საინტერესო მარშრუტი, სადაც ტურისტი მოინახულებს ვულკანური წარმოშობის სხვადასხვა ფორმის კლდეს და გაეცნობა ადგილობრივ სამზარეულოს. ადგილობრივ დონეზე DMO წარმოადგენდა პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციას. მარშრუტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას მიმდებარე არეალში.
ბილიკი შეგიძლიათ იხილოთ აქ.