ბორჯომი - პეტრეს ციხე

ბილიკის შესახებ

მარშრუტის სიგრძე: 2 კმ

მინ./მაქს. სიმაღლე: 796/918 მ.

სიმაღლის მომატება/დაკლება: 116/41 მ.

მარშრუტის ტიპი: ცალმხრივი

მარშრუტის სირთულის კატეგორია: მარტივი

 მარშრუტის აღწერა

ბილიკი ბორჯომიდან, ცენტრალური სამანქანე გზიდან იწყება, ჩაუყვება დაღმართს და გადადის საცალფეხო ხიდზე, გაივლის ფაფის დასახლების ქუჩებს და შემდეგ გაუყვება მატარებლის ლიანდაგის განაპირას და გეზს აიღებს პეტრეს ციხისკენ. საყურადღებოა რომ მატარებლის ლიანდაგი მოქმედია და საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ! ლიანდაგებიდან ბილიკი ზემოთ ტყეში ავა და მალევე მივადგებით პეტრეს ციხეს.
ციხე წარმოადგენს ადრეული შუა საუკუნეების ძეგლს. დარაჯობდა ლიკანიდან ისტორიული სოფლების ფაფისა და ნუასაკენ მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას. XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ციხე შედგებოდა ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ქვედა ეზოსაგან. პეტრეს ციხის გალავანსა და შიდაციხეს შორის შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, შიდაციხეში – საცხოვრებელი დარბაზების, ხაროების, ქვევრების ნანგრევებია. გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. ციხე ზოგგან გამოირჩევა ადრინდელი თარაზული წყობის კედლებით.
ციხიდან უკან დაბრუნება შესაძლებელია იგივე მარშრუტით.


მდებარეობა

Powered by Wikiloc
error: Content is protected