ვარძია - გოგაშენი - კუმურდო

About

მარშრუტის სიგრძე: 10,37 კმ

მინ./მაქს. სიმაღლე: 1250/1769 მ.

სიმაღლის მომატება/დაკლება: 606/121 მ.

მარშრუტის ტიპი: ცალმხრივი

მარშრუტის სირთულის კატეგორია: მარტივი

მარშრუტის აღწერა
ვარძიიდან მარშრუტი ასფალტიან გზას მიუყვება და სერპანტინებით მიიწევს აღმართში. მესამე სერპანტინზე ბილიკზე გადაინაცვლებს, რომელიც სოფელ გოგაშენამდე მიდის. სოფლის შესასვლელეში წყარო მოედინება, აქედან გზა მარცხენა მიმართულებით მიდის, ჩამოიტოვებს უკან სოფლის გასასვლელში განფენილ სასაფლაოს, სადაც დანგრეული ეკლესია დგას. მარშრუტი მინდორში გადის და დაადგება ბალახიან სამანქანო გზას. ჩაუვლის წყაროს, და ვიდრე წიწვოვან ფიჭვნარში შევა, სურვილისამებრ, შესაძლებელია ტყიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წასვლა და დამკალის ეკლესიის მონახულება.
ტყის პირდაპირ გადაკვეთის შემთხვევაში მარშრუტი გადაუხვევს სამანქანო გზიდან, გადასერავს მინდორს ჩრდილოეთის მიმართულებით და მიადგება ქარაფებს, საიდანაც იშლება მომაჯადოვებელი ხედები მდინარე მტკვრის ისტორიულ ხეობაზე. გზა ქარაფებს მიუყვება აღმოსავლეთის მიმართულებით, შემდეგ პატარა ბილიკს დაადგება და შევა სოფელ კუმურდოში. სოფლის შესასვლელში სამანქანო გზა გამოჩნდება, რომელიც კუმურდოს ცენტრამდე მიუძღვება მგზავრებს. ცენტრიდან 500 მეტრში კი დგას X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი – კუმურდოს ტაძარი. ტაძარში იკითხება მისი უნიკალური პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა, იშვიათი სიფაქიზით შესრულებული ჩუქურთმები და ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება. ტაძრის შესასვლელთან სრულდება მარშრუტი.


Location

Powered by Wikiloc
error: Content is protected