თორი - ტბა

ბილიკის შესახებ

მარშრუტის სიგრძე: 10,3 კმ

მინ./მაქს. სიმაღლე: 1037/1624 მ.

სიმაღლის მომატება/დაკლება: 367/836 მ.

მარშრუტის ტიპი: ცალმხრივი

მარშრუტის სირთულის კატეგორია: საშუალო

 

მარშრუტის აღწერა

მარშრუტი სოფელ თორის ცენტრიდან იწყება და სამანქანო გრუნტის გზას მიუყვება თავიდან, შემდეგ გადადის ტყის ბილიკზე და მიემართება თორის ძველ ეკლესიამდე. გზად შესაძლებელია თორის ნასახლარების მონახულებაც, აქვეა წყაროც. ეკლესიიდან ტყის საფეხმავლო ბილიკი დაღმართში ეშვება სოფელ ტბისკენ. სერპანტინიანი ბილიკის შემდეგ მივადგებით მინერალური წყლებისა და ტრავერტინების გადასახვევს რისი მონახულებაც შესაძლებელია სურვილისამებრ. შემდეგ გადავალთ ხიდზე და სამანქანე ტყის გზით შევალთ სოფელ ტბაში, გავივლით ქუჩებს და აღმოვჩნდებით სოფელ ტბის ცენტში სადაც დასრულდება კიდეც მარშრუტი.

 

მდებარეობა

Powered by Wikiloc
error: Content is protected