წაღვერი - ბაკურიანი

ბილიკის შესახებ

მარშრუტის სიგრძე: 7,55 კმ

მინ./მაქს. სიმაღლე: 1045/1800 მ.

სიმაღლის მომატება/დაკლება: 148/777 მ.

მარშრუტის ტიპი: ცალმხრივი

მარშრუტის სირთულის კატეგორია: საშუალო

მარშრუტის აღწერა

პირველი აგიყვანთ უზნარიანის ციხეზე. ციხე XIII საუკუნის ძეგლია, რომელიც დაბა წაღვერის განაპირას კლდოვან ნაპირზეა აღმართული. ციხიდან ასევე მარშრუტი გრძელდება სოფელ მზეთამზეს მიმართულებით და შემდეგ შესაძლებელია ბაკურიანში გადასვლაც.
თავდაპირველად უზნარიანის ციხიდან ბილიკი ტყეში შედის მცირე ხეობაში, შემდეგ ადის ზემოთ და მზეთამზის შესასვლელში სამანქანე გზასთან აგიყვანთ. ბილიკი შედის მზეთამზეს ქუჩებში და იქიდან სამხრეთის მიმართულებით ტყის ბილიკს გავუყვებით რის შემდეგაც ბაკურიანისა და მზეთამზეს შორის არსებულ ქედზე აღმოვჩნდებით, საიდანაც ტყის ბილიკით შეგვიძლია დავეშვათ კურორტ ბაკურიანში სადაც დასრულდება მარშრუტი.


მდებარეობა

Powered by Wikiloc
error: Content is protected