ვარძია - გოგაშენი - აფნია - მირაშხანი

ბილიკის შესახებ

მარშრუტის სიგრძე: 10.39 კმ

მინ./მაქს. სიმაღლე: 1250/1761 მ.

სიმაღლის მომატება/დაკლება: 544/518 მ.

მარშრუტის ტიპი: ცალმხრივი

მარშრუტის სირთულის კატეგორია: მარტივი

 

მარშრუტის აღწერა
ვარძიის მისადგომებიდან მოასფალტებული გზა გრძელ სერპანტინს მიუყვება და აღმართში მიიწევს. მესამე სერპანტინზე მარშრუტი ბილიკზე გადადის, რომელიც სოფელ გოგაშენისკენ მიემართება. სოფლის შესასვლელში წყაროა, ამ წყაროდან მარშრუტი სამხრეთისკენ იღებს გეზს. მიუახლოვდება რა სოფლის გასასვლელს, მარჯვნივ მოუხვევს (დასავლეთით) და დაადგება სოფელ აფნიისკენ მიმავალ გზას. აფნიაში დგას XIV საუკუნის დარბაზული ეკლესია, რომელიც თლილი ქვითაა ნაშენი, და ერთი მხედრული წარწერა ამშვენებს.
მარშრუტი სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით გრძელდება. გადაკვეთს პლატოს და დაეშვება მტკვრის ხეობის ციცაბო ფერდობზე. ეს გზა საბოლოოდ სოფელ მირაშხანში შედის და სოფლის ცენტრში ასრულებს მარშრუტს.

 

მდებარეობა

Powered by Wikiloc
error: Content is protected