თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ, მტკვარზე განლაგებულ საჯომარდო ბანაკებს მიაკითხეთ და არ დაგავიწყდეთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. მისი მრავალფეროვანი, ხელუხლებელი ლანდშაფტი 80 000 ჰექტარზე მეტს მოიცავს, რის გამოც საქართველოში იგი უდიდეს ეროვნულ პარკად ითვლება.
პარკს მრავალი სერვისი აქვს ვიზიტორისთვის. შეგიძლიათ, უბრალოდ, მოაწყოთ ლაშქრობა, დატკბეთ ბუნებით, შერეული ტყეების სიმშვიდითა და ალპური მდელოების მშვენებით. პარკს 12-მდე სხვადასხვა კატეგორიის ბილიკი აქვს, რომელიც ვიზიტორთა ინტერესზეა მორგებული. ზოგიერთ ბილიკზე მდებარე მაღალი ქედებიდან, მცირე კავკასიონის განსაცვიფრებელი პანორამული ხედები იშლება. პარკის სერვისებს შორისაა ცხენით გასეირნება, ზამთრის სეზონზე თოვლის ფეხსაცმელების ტური, ღამის გასათევი ქოხები და სხვა. პარკის მმართველობაში არსებული ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი ფრინველებზე დაკვირვების კიდევ ერთი შესაძლებლობაა.
ეროვნულ პარკში შესვლისას აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში. მისამართი:ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. N23
- სამუშაო საათები:
- 09:00 – 18:00 – ორშაბათი-პარასკევი
- 09:00 – 16:00 – შაბათ-ვკირა
- წლის მანძილზე დასვენების დღეები: 1 იანვარი, 7 იანვარი და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
- გამოიწერეთ პარკის გვერდი სოციალურ მედიაში – დააჭირე აქ
- დამატებითი კითხვებისთვის იხილეთ პარკის ოფიციალური გვერდი – დააჭირე აქ
- ტაბაწყურის აღკვეთილამდე მისვლა შესაძლებელია ახალქალაქის მხირდანაც (გზა სოფლებზე გადის და ხელმისაწვდომია როგორც მაღალი, ასევე დაბალი გამავლობის მანქანისთვის). ყველა შემთხვევაში, სანამ მოგზაურობას გადაწყვეტთ, გთხოვთ, შეამოწმოთ გზის მდგომარეობა ზამთრის თვეებში.
-