თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ, მტკვარზე განლაგებულ საჯომარდო ბანაკებს მიაკითხეთ და არ დაგავიწყდეთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. მისი მრავალფეროვანი, ხელუხლებელი ლანდშაფტი 80 000 ჰექტარზე მეტს მოიცავს, რის გამოც საქართველოში იგი უდიდეს ეროვნულ პარკად ითვლება.
პარკს მრავალი სერვისი აქვს ვიზიტორისთვის. შეგიძლიათ, უბრალოდ, მოაწყოთ ლაშქრობა, დატკბეთ ბუნებით, შერეული ტყეების სიმშვიდითა და ალპური მდელოების მშვენებით. პარკს 12-მდე სხვადასხვა კატეგორიის ბილიკი აქვს, რომელიც ვიზიტორთა ინტერესზეა მორგებული. ზოგიერთ ბილიკზე მდებარე მაღალი ქედებიდან, მცირე კავკასიონის განსაცვიფრებელი პანორამული ხედები იშლება. პარკის სერვისებს შორისაა ცხენით გასეირნება, ზამთრის სეზონზე თოვლის ფეხსაცმელების ტური, ღამის გასათევი ქოხები და სხვა. პარკის მმართველობაში არსებული ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი ფრინველებზე დაკვირვების კიდევ ერთი შესაძლებლობაა.
ეროვნულ პარკში შესვლისას აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში. მისამართი:ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. N23
ეროვნული პარკის ბილიკების გარდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტშ შეხვდებით სალაშქრო ბილიკების ქსელს. გაუყევით ბილიკებს და გაიცანით ადგილობრივი კულტურა, მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა და აქაური ბუნება.
საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს – საფეხმავლო ბილიკები
საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს – საფეხმავლო ბილიკები
Automated page speed optimizations for fast site performance