ტრანსსასაზღვრო მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს და სომხეთის ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების წარმომადგენლები ტუროპერატორებს, გიდებს და ტურიზმში ჩართულ სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეხვდნენ.
ერთობლივი მარშრუტები 2021 წელს სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის, კახეთის და სომხეთის ოთხი რეგიონის DMO-ს მიერ შემუშავდა USAID EDGE-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.
შეხვედრას ორგანიზება USAID EDGE-მა გაუწია, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით.