25-26 ივლისს, საქართველოს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა გაიმართა თბილისში.
DMO-ებმა ერთმანეთს მიმდინარე პროექტები და საქმიანობები გაუზიარეს. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ტურიზმის შესახებ კანონპროექტის განხილვა. ადგილის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლები მსგავსი ტიპის შეხვედრებისთვის განმეორებადი ხასიათის მიცემაზე შეთანხმდნენ.
ორდღიან სამუშაო შეხვედრას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული, ტურისტული პროდუქტისა და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართვლოს უფროსი თამარ მაისურაძე და იურიდიული სამმართველოს უფროსი ნინო ფანჯაკიძე დაესწრნენ. USAID ეკონომკური მმართველობის პროგრამიდან ირაკლი გელოვანმა, რომელიც უშაულოდ ჩართულია კანონპროექტის მომზადებაში, კანონპროექტის შესახებ, კერძოდ, კი დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების შესახებ ჩანაწერზე, პრეზენტაცია წარადგინა.
შეხვედრა დასავლეთის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასაც მოიცავდა. ავსტრიიდან, ერთ-ერთი რეგიონული DMO-ს ყოფილმა ხელმღვანელმა ფლორიან ვან დერ ბელენმა ავსტრიული მაგალითი მიმოიხილა.
DMO-ების სამუშაო შევხედრა პროექტ GRETA-ს ხელშეწყობით განხორციელდა, რომელიც ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის, შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებით ხორციელდება.