სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, კახეთის და სომხეთის ოთხი რეგიონის DMO-სთან ერთად, ჩართულია ტრანსსასაზღვრო მარშრუტების განვითარების საპილოტე პროექტში.
პროექტი მიზნად ისახავს ტრანსსასაზღვრო მარშრუტების განვითარებას სამი მიმართულებით. ესენია: სათავგადასავლო, კულტურული და გასტრონომიული.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა თითოეული რეგიონისთვის ტურისტული რესურსების რუკის შექმნა და შეფასება, ვიზიტორთა კვლევა და სარეკლამო მასალების შემუშავება.
მარშრუტების ტესტირების მიზნით, ორივე ქვეყნის DMO-ების წარმომადგენლებმა მოინახულეს რეგიონები და მარშრუტში შემავალი მთავარი ლოკაციები.