სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, Matka Nordic Travel Fair 2024 გამოფენაზე.

17-19 იანვარს, რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა ფინეთში, ჰელსინკში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში – Matka Nordic Travel Fair 2024. 

Matka ჩრდილოეთ ევროპის ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს 850-ზე მეტ მონაწილეს მსოფლიოს 70-მდე ქვეყნიდან. გამოფენას დაახლოებით 50000 ვიზიტორი სტუმრობს.

error: Content is protected