სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ რეგიონულ კონფერეციაში მიიღო მონაწილეობა

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ, ახალციხის ციხესთან და ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტის რეგიონული კონფერენციაში.
კონფერენცია თემაზე – მდგრადი ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში, 3-4 მაისს, ბათუმში გაიმართა და მისი მიზანი საქართველოს რეგიონებში, ინსტიტუციური განვითარების კუთხით, მიღწეული შედეგების განხილვა და გამოწვევების შეფასება იყო.
ღონისძიებას USAID საქართველოს, აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა HICD პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებიდან, ინსტიტუციური განვითარების პროცესები და შედეგები მიმოიხილეს. პრეზენტაციები გააკეთეს ახალციხის ციხის და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმაც.
error: Content is protected