სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ და „ინნ ჰოსფითალითმა“ საწევრო ხელშეკრულება გააფორმეს.

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ და „ინნ ჰოსფითალითმა“ საწევრო ხელშეკრულება გააფორმეს.

„ინნ ჰოსფითალითი“ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის საწევრო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ორგანიზაციის პირველი წევრი გახდა. ხელმოწერის ღონისძიება სასტუმრო „ახალციხე ინნ“-ში 2024 წლის 2 მარტს გაიმართა. მემორანდუმზე ხელი „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მუმლაძემ და „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციულმა დირექტორმა ნინა ხოტივრიშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე.

რეგიონის ტურიზმის განვითარების ორგანიზაციასა და „ინნ ჰოსფითალითის“ ჯგუფში შემავალ სასტუმრო „ახალციხე ინნ“-ს შორის უკვე ჩამოყალიბდა წარმატებული თანამშრომლობა, რომელმაც ახლა უკვე ოფიციალური სახე მიიღო. მემორანდუმის ფარგლებში „ინნ ჰოსფითალითი“ სამცხე-ჯავახეთში მდებარე ორი სასტუმროთი იქნება წარმოდგენილი: „ახალციხე ინნ“ და „ბაკურიანი ინნ“.

სამცხე-ჯავახეთის DMO საწევრო პაკეტებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის წევრები რეგიონის სტუმართმასპინძლობის სექტორში ჩართული ბიზნესები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები შეიძლება იყვნენ. შესაბამისად, ორგანიზაციას აქვს შემუშავებული პაკეტები სხვადასხვა პროფილის მქონე ბიზნესების, ორგანიზაციებისთვის თუ ინდივიდუალური პირებისთვის.

ორგანიზაციის წევრობა კერძო სექტორისთვის, პირველი რიგში, ორგანიზაციის საერთო კრებაში მონაწილეობის და ხმის უფლებას გულისხმობს. წევრობის მიზანია კერძო-საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვა, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.

error: Content is protected