ამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ გერმანიაში, მსოფლიოს წამყვან ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

5-7 მარტს, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ გერმანიაში, მსოფლიოს წამყვან ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. რეგიონის ტურისტული პოტენციალი საქართველოს სტენდენზე წარდმოგენილი იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, სხვა რეგიონების DMO-თან და საქართველოში ოპერირებად ტურისტულ კომპანიებთან ერთად. 

2024 წელს ITB Berlin-მა გადააჭარბა წინა წლის შედეგებს. 27 დარბაზში წარმოდგენილი იყო 5500 მონაწილე მსოფლიოს 170 ქვეყნიდან. გამოფენას დაახლოებით 100,000 ვიზიტორი ჰყავდა, მას აშუქებდა 3200-მდე აკრედიტებული ჟურნალისტი მსოფლიოს 103 ქვეყნიდან და 300-მდე ბლოგერი. 

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ არა ერთი შეხვედრა განახორციელა მედიის წარმომადგენლებთან, ასოციაციებთან და ტურიზმში ჩართულ კომპანიებთან. შედეგად დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. სამცხე-ჯავახეთის სტენდთან, გამოფენაზე მოსულ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, კულტურას და ბუნებას გაცნობოდნენ. 

error: Content is protected