სამცხე-ჯავახეთის DMO ბათუმში საერთაშორისო გამოფენაზე

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ მონაწილეობა მიიღო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენაში EBIT 2023.
სამცხე-ჯავახეთის DMO-სთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას ახალციხის ციხე-ც იღებდა. გამოფენაზე მოსულ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ პროდუქტს გასცნობოდნენ.
ექსპო ბათუმის საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების კომპანიის მიერ ორგანიზებული რიგით მე-14 გამოფენა 19-დან 21 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა ბათუმში. გამოფენაში 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია იღებდა მონაწილეობას. EBIT 2023 ტურისტულ კომპანიებს და ტურიზმში ჩართულ ორგანიზაციებს ერთ სივრცეში გაერთიანებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლის საშუალებას აძლევს.
error: Content is protected