სამცხე-ჯავახეთის DMO-ს ანგარიში ბორჯომის საკრებულოსთვის

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიურ სხდომაზე 2022 და 2023 წლებში გაწეული საქმიანობების შესახებ ანგარიში წარადგინა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. სხდომას მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძეც ესწრებოდა.
საკრებულოს სხდომამ დადებითად შეაფასა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, დავით მუმლაძის მიერ წარდგენილი ანგარიში.
error: Content is protected