ტრენინგი - “ინკლუზიური ტურები და მისაწვდომი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის”

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელშეწყობით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მორიგი ტრენინგი განახორციელა სამცხე-ჯავახეთში, სტუმართმასპინძლობის სექტორში ჩართული ბიზნესებისა და პირებისთვის. 

ტრენინგი – “ინკლუზიური ტურები და მისაწვდომი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის”, რომელიც 20 მარტს სასტუმრო „ტიფლისში“ გაიმართა, მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა მისაწვდომი საფეხმავლო მარშრუტები, მისაწვდომი საკემპინგე ბანაკები,  ჟესტური ენის ინტეგრირება ტურებში, ინკლუზიური სათავგადასავლო ტურების შემუშავება, მისაწვდომი კულტურული ტურების შემუშავება, ციფრული მისაწვდომობა მუზეუმებისთვისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის. 

თემატიკიდან გამომდინარე, ის განკუთვნილი იყო როგორც განთავსების ობიექტებისთვის, ასევე კვების ობიექტების და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენელთათვის და გიდებისათვის. 

ქვეყანაში მომსახურების ხარისხის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტთან გათანაბრება „ტურიზმის სტრატეგია 2025“-ის ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტურისტულად საინტერესო ადგილებში მთელი წლის მანძილზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით არაერთი მოკლევადიანი სასწავლო კურსი ხორციელდება, რომლის მიზანია ინდუსტრიაში დასაქმებულთა ცოდნის გაღრმავება და უნარების გაუმჯობესება, ტრენინგები ხორციელდება კერძო სექტორის საჭიროებისა და არსებული მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით შემუშავებულ თემატიკაზე.

error: Content is protected