უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკის კომპონენტს გადიან სამცხე-ჯავახეთის DMO-ში

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკის კომპონენტს გადიან სამცხე-ჯავახეთის DMO-ში.
პრაქტიკის კომპონენტის ფარგლებში, ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტები ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდს შეხვდნენ, გაეცნენ ორგანიზაციის სტრუქტურას, საქმიანობის სპეციფიკას და განხორციელებულ აქტივობებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონის ახალგაზრდებისთვის ტურიზმის სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე.
სამცხე-ჯავახეთის DMO-სა და უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პრაქტიკა ჩამოყალიბდა. ორგანიზაცია ცდილობს აქტიურად ჩართოს და წაახალისოს რეგიონის ახალგაზრდები სხვადასხვა აქტივობაში.
error: Content is protected