ჯგუფური ქოუჩინგის სესიები

სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია ინსტიტუციური განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ჯგუფური ქოუჩინგის სესიებში იღებს მონაწილეობას. სესიები, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის მიმართლებით, უკვე ექვსი თვეა მიმდინარეობს რეგიონში და მათ სამცხე-ჯავახეთის DMO-სთან ერთად, კიდევ ორი პარტნიორი ორგანიზაციის – ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხის” და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს, წარმომადგენლები ესწრებიან.
აპრილში გამართულ მორიგ შეხვედრაზე მონაწილე ორგანიზაციებმა გაუმჯობესებული სისტემების პრეზენტაცია მოახდინეს და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს.
ქოუჩინგის შედეგად, ორგანიზაციებმა 14 ძირითადი პროცესის ოპტიმიზაცია და 2 შერჩეული პროცესის პილოტირება განახორციელეს. დაინერგა კონსოლიდირებული შესყიდვებისა და ბიუჯეტირების გაუმჯობესებული მოდელები. შედეგად, ორგანიზაციებმა მიიღეს გაუმჯობესებული, მოწესრიგებული და ეფექტური პროცესები.
ქოუჩინგის სესიები USAID/Georgia ხელშეწყობით ხორციელდება.
error: Content is protected