ფრინველები

ფრინველებზე დაკვირვება

საქართველოში ფრინველებზე დაკვირვება სულ უფრო პოპულარული ხდება და სამცხე-ჯავახეთის რეგიონი საუკეთესო ადგილია ამ საქმიანობისთვის. თუ გაინტერესებთ ფრინველებზე დაკვირვება, გიყვართ ფოტოგრაფია, მაშინ ჯავახეთის დაცული ტერიტორიები იდეალური ადგილია ამისთვის.

ჯავახეთში უხვად არის ტბები, რომლებიც გადამფრენი ფრინველებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ჯავახეთში რეგისტრირებულია 270-ზე მეტი სახეობის ფრინველი, რომელიც მოიცავს საქართველოს ფრინველთა პოპულაციის 75%-ს. ფრინველებზე დაკვირვებისთვის საუკეთესო პერიოდი მაისიდან იწყება და სექტემბრამდე გრძელდება.

ამჟამად, მთავარი დაწესებულება, რომელიც ამ ტერიტორიაზე ფრინველებზე დაკვირვებას კურირებს არის ჯავახეთის დაცული ტერიტორიები. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრს.

ეწვიეთ ვებგვერდს  - ეროვნული პარკი

რეგიონში ასევე არიან ადგილობრივი გიდები, რომლებიც დაგეხმარებიან ფრინველებზე დაკვირვების ტურების ორგანიზებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ სამცხე-ჯავახეთის DMO-ს ამ ვებგვერდის მეშვეობით.

Birdwatching

For more information you can refer to the Visitor Center of Javakheti Protected Areas.

Tamaz Karapetiani, Director of Javakheti Protected Areas.

Opening Hours

Monday - Friday 8:00 am 6:00 pm

Tel: +995 577 64 04 82

Visit Website

https://nationalparks.ge/

error: Content is protected