7-9 მარტს, ბერლინში გამართულ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაში, წელს, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაც იღებდა მონაწილეობას. გამოფენაზე მოსულ ვიზიტორებს, ტურისტულ სექტორში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, კულტურას, ბუნებას.
სამი დღის განმავლობაში DMO-ს წარმომდგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან, ბლოგერებთან და ტუროპერატორებთან, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს რეგიონის შესახებ ცნობადობის გაზრდას, მეტი ტურისტული ნაკადის შემოდინებას და კერძო სექტორის უფრო მეტად გაძლიერებას.
წელს გამოფენას 161 ქვეყნიდან 5500-მდე მონაწილე ჰყავდა; სამი დღის განმავლობაში, 100 ათასამდე დამსწრეს 180-მდე ქვეყნიდან შესაძლებლობა ჰქონდა გამოფანაზე მონაწილე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს გასცნობოდა. ამასთან, ITB Berlin-ი წელს 3000-მდე მედიის წარმომადგენლის და 333 ბლოგერის ყურადღების ცენტრში მოექცა.