საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელშეწყობით, DMO-ს პარტნიორი დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის და ადგილობრივი სათავგადასავლო გიდებისათვის „საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და მოვლა-პატრონობის“ ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის თემატიკა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მონიშვნის განსხვავებული სტანდარტები, მონიშვნის სტანდარტის მნიშვნელობა და ამჟამინდელი მდგომარეობა; ეროვნული სტანდარტის დეტალურად გაცნობა ძველი და განახლებული რეგლამენტების ჭრილში; საველე ინფორმაციის შეგროვება, ინფორმაციის დამუშავება და მონიშვნის/მოვლა-პატრონობის პროექტის მომზადება; მონიშვნის/მოვლა პატრონობის პროექტის კითხვა, მონიშვნის ინფრასტრუქტურის მომზადება და განთავსება, საჭირო ინსტრუმენტების მომზადება და გამოყენება; მოვლა-პატრონობის სამუშაოებისათვის აუცილებელი და რეკომენდებული პროგრამული უზრუნველყოფები, რუკები და რესურსები.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მეორე დღეს მონაწილეებმა გაიარეს სარო-ნიჯგორის ბილიკი, შეისწავლეს და გააანალიზეს ბილიკზე არსებული სიტუაცია, შეაგროვეს საველე ინფორმაცია შესაბამისი პროგრამებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით.