საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და მოვლა-პატრონობის ორდღიანი ტრენინგი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელშეწყობით, DMO-ს პარტნიორი დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის და ადგილობრივი სათავგადასავლო გიდებისათვის „საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და მოვლა-პატრონობის“ ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის თემატიკა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა მონიშვნის განსხვავებული სტანდარტები, მონიშვნის სტანდარტის მნიშვნელობა და ამჟამინდელი მდგომარეობა; ეროვნული სტანდარტის დეტალურად გაცნობა ძველი და განახლებული რეგლამენტების ჭრილში; საველე ინფორმაციის შეგროვება, ინფორმაციის დამუშავება და მონიშვნის/მოვლა-პატრონობის პროექტის მომზადება; მონიშვნის/მოვლა პატრონობის პროექტის კითხვა, მონიშვნის ინფრასტრუქტურის მომზადება და განთავსება, საჭირო ინსტრუმენტების მომზადება და გამოყენება; მოვლა-პატრონობის სამუშაოებისათვის აუცილებელი და რეკომენდებული პროგრამული უზრუნველყოფები, რუკები და რესურსები.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მეორე დღეს მონაწილეებმა გაიარეს სარო-ნიჯგორის ბილიკი, შეისწავლეს და გააანალიზეს ბილიკზე არსებული სიტუაცია, შეაგროვეს საველე ინფორმაცია შესაბამისი პროგრამებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით.
ტრენინგს სალაშქრო ბილიკების მოკვლევისა და მონიშვნის ექსპერტი ზვიად კელენჯერიძე უძღვებოდა. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
error: Content is protected