თანამშრომლობის გაფართოება

13–16 მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და თურქეთის ქალაქ ერზურუმს შორის შემუშავებული მემორანდუმის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წარმომადგენლები, სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს, ტურისტული სააგენტოებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთში, ერზრუმისა და არტაანის პროვინციებში.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ ქალაქ ერზურუმის მერს, ტურიზმისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სადაც სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას მიეცა რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და კავშირების გაღრმავების შესაძლებლობა. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს სამთო–სათხილამურო კურორტი პალანდოკენი, ისტორიულ-კულტურული ძეგლები, ადგილობრივი განთავსებისა და კვების ობიექტები.
დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები ორგანიზაციებს შორის, რომელიც მიზნად ისახავს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას, როგორც ინსტიტუციური განვითარების, ასევე კულტურული და ისტორიული, სპორტული და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით.
error: Content is protected