სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, IFTM Top Resa-ში, მიიღო მონაწილეობა. გამოფენა ყოველწლიურად იმართება საფრანგეში და მასში მონაწილეობას იღებენ ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან.
სამცხე-ჯავახეთის DMO-სთან ერთად სტენდზე წარმოდგენილნი იყვნენ ტურისტული კომპანიები, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
3-დღიანი გამოფენის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის DMO-ს წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ტურისტულ კომპანიებს გააცნეს, გამართეს შეხვედრები მედიის წარმომადგნელებთან, რომლებიც სამომავლოდ შეიძლება ჩაერთონ რეგიონის პოპულარიზაციაში.
სამცხე-ჯავახეთის DMO-სთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა. სტენდზე წარმოდგენილ სარეკლამო მასალებში განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა ბორჯომის მუნიციპალიტეტმა და სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“-მა.
error: Content is protected