სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არის საქართველოში საუკეთესო სალაშქრო ადგილები. ნებისმიერ მოგზაურს შეუძლია აირჩიოს მარტივი, ზომიერი ან უფრო რთული მარშრუტები ჩვენს მრავალ ბორცვებში, ტყეებსა და მთებში.
გჭირდებათ სალაშქრო ბილიკების იდეები? იხილეთ ჩვენი საფეხმავლო ბილიკების რუქები.
მარშრუტი ხერთვისის ციხესთან იწყება, თავფარავნისა და მტკვრის შესართავთან, კლდოვან მთაზე გაშენებულ ციხესიმაგრესთან. მოასფალტებულ გზას ხერთვისის ციხის კარიბჭემდე მიუყვება და ხერთვისის ბაღებამდე არ მისული, კვარშისკენ მიმავალ აღმართს დაადგება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ზიგზაგისებურად მიმავალი ბილიკი, ადგილ-ადგილ ფართოვდება. ბილიკზე იშლება ულამაზესი ხედები ერუშეთის მთიანეთზე ხერთვისის ციხეზე, მტკვრისა და ფარავნის ხეობებზე.
ვარძიიდან მარშრუტი ასფალტიან გზას მიუყვება და სერპანტინებით მიიწევს აღმართში. მესამე სერპანტინზე ბილიკზე გადაინაცვლებს, რომელიც სოფელ გოგაშენამდე მიდის. სოფლის შესასვლელეში წყარო მოედინება, აქედან გზა მარცხენა მიმართულებით მიდის, ჩამოიტოვებს უკან სოფლის გასასვლელში განფენილ სასაფლაოს, სადაც დანგრეული ეკლესია დგას. მარშრუტი მინდორში გადის და დაადგება ბალახიან სამანქანო გზას. ჩაუვლის წყაროს, და ვიდრე წიწვოვან ფიჭვნარში შევა, სურვილისამებრ, შესაძლებელია ტყიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წასვლა და დამკალის ეკლესიის მონახულება.
ვარძიის მისადგომებიდან მოასფალტებული გზა გრძელ სერპანტინს მიუყვება და აღმართში მიიწევს. მესამე სერპანტინზე მარშრუტი ბილიკზე გადადის, რომელიც სოფელ გოგაშენისკენ მიემართება. სოფლის შესასვლელში წყაროა, ამ წყაროდან მარშრუტი სამხრეთისკენ იღებს გეზს. მიუახლოვდება რა სოფლის გასასვლელს, მარჯვნივ მოუხვევს (დასავლეთით) და დაადგება სოფელ აფნიისკენ მიმავალ გზას.
მარშრუტი იწყება ვარძიის სამონასტრო ანსამბლის მისადგომებთან. გეზს იღებს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, ასფალტიანი გზიდან გრუნტის გზაზე გადადის და მიემართება თმოგვის ციხისკენ. გაივლის კლდეების ქვეშ, გადაკვეთს სოფელს, დაადგება საფეხმავლო ბილიკს და გავა მინდორში. უკან ჩამოიტოვებს ნასოფლარს და ფერმის შენობას.
მარშრუტი სოფელ იჯარეთის ცენტრიდან იწყება. სოფელი თავს იწონებს XII საუკუნის სამონასტრო კომპლექსის ნაშთებით, განსაკუთრებით კი პატარა, მაგრამ უნიკალური სამრეკლოთი. ვარაუდით ის საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სამრეკლო უნდა იყოს.
მარშრუტი მიუყვება გრუნტის გზას, რომელიც საბოლოოდ თრიალას ტბებთან მიგვიყვანს.
მარშრუტი ბოლომდე მიუყვება სამანქანო გრუნტის გზას და გადის სუბალპურ ზონაში, სადაც შესაძლებელია მჭიდროდ განლაგებული მწყემსთა დასახლებების მონახულება. ამ მიდამოებიდან სულ რაღაც ასიოდე მეტრში გადის თურქეთის საზღვარი. აღნიშნული მარშრუტის გავლა ასევე შესაძლებელია ცხენებით ან ველოსიპედით. მთელი მარშრუტის განმავლობაში ვიზიტორები მრავლად შეხვდებიან სხვადასხვა ტიპის გემრიელ წყაროებს.
მარშრუტი სოფელ თორის ცენტრიდან იწყება და სამანქანო გრუნტის გზას მიუყვება თავიდან, შემდეგ გადადის ტყის ბილიკზე და მიემართება თორის ძველ ეკლესიამდე. გზად შესაძლებელია თორის ნასახლარების მონახულებაც, აქვეა წყაროც. ეკლესიიდან ტყის საფეხმავლო ბილიკი დაღმართში ეშვება სოფელ ტბისკენ. სერპანტინიანი ბილიკის შემდეგ მივადგებით მინერალური წყლებისა და ტრავერტინების გადასახვევს რისი მონახულებაც შესაძლებელია სურვილისამებრ. შემდეგ გადავალთ ხიდზე და სამანქანე ტყის გზით შევალთ სოფელ ტბაში, გავივლით ქუჩებს და აღმოვჩნდებით სოფელ ტბის ცენტში სადაც დასრულდება კიდეც მარშრუტი.
მარშრუტი ქალაქ ბორჯომის განაპირას, სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდესთან იწყება. სამანქანო გრუნტის გზა გრძელი სერპანტინით შეუძღვება მოგზაურებს ტყეში. მთელი ეს მარშრუტი დაბურულ ტყიან მასივზე გადის, სადაც ასობით მწვანე ელფერის გრადაცია საოცარ ფერთა გამას ქმნის და დაუვიწყარ ვიზუალურ სანახაობას წარმოადგენს.
მარშრუტი გაძლევთ საშუალებას წაღვერის პარკში გაისეირნოთ და დატკბეთ ლამაზი ბუნებით და მინერალური წყაროებით. წაღვერის ტყე-პარკში ექვსი მინერალური წყაროა. ბილიკი წაღვერის პარკში შედის, გაივლის ჯერ ქვედა N13 მინერალურ წყაროს, შემდეგ კი ზედა წყაროებს N1-სა და N2-ს. აქედან ბილიკი ტყეში შედის და მიგიყვანთ N10 და N9 მინერალურ წყაროებთან, საიდანაც მდინარე გუჯარეთისწყლისა გავლით მიხვალთ N5 მინერალურ წყაროსთან და ჩანჩქერთან. იქიდან შესაძლებელია უზნარიანის ციხეზე ასვლა.
პირველი აგიყვანთ უზნარიანის ციხეზე. ციხე XIII საუკუნის ძეგლია, რომელიც დაბა წაღვერის განაპირას კლდოვან ნაპირზეა აღმართული. ციხიდან ასევე მარშრუტი გრძელდება სოფელ მზეთამზეს მიმართულებით და შემდეგ შესაძლებელია ბაკურიანში გადასვლაც.
ბილიკი ბორჯომიდან, ცენტრალური სამანქანე გზიდან იწყება, ჩაუყვება დაღმართს და გადადის საცალფეხო ხიდზე, გაივლის ფაფის დასახლების ქუჩებს და შემდეგ გაუყვება მატარებლის ლიანდაგის განაპირას და გეზს აიღებს პეტრეს ციხისკენ. საყურადღებოა რომ მატარებლის ლიანდაგი მოქმედია და საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ! ლიანდაგებიდან ბილიკი ზემოთ ტყეში ავა და მალევე მივადგებით პეტრეს ციხეს.
მარშრუტი იძლევა საშუალებას ბუნებაში გასეირნების და თამარის ციხის მონახულების. ციხეს ადგილმდებარეობა მართლაც შესანიშნავი აქვს, ციხიდან იშლება ხედი მთელს ახალდაბაზე და მასზე გამავალ სტრატეგიულ, ისტორიულ გზებზე. ესაა მიზეზი სწორედ ციხის მდიდარი ისტორიისა.
Okro Fortress Trail Net Okro fortress Trail Net consists of three independent trails, that gather at Okro Fortress (1740 m.). 13th-century Fortress stands on a huge rocky massif and is…
oute Length: 14 km Route Duration: 5 hrs. 20 min. Min./Max. Height: 919/1323 m. Total Ascent/Descent: 940/872 m. Route Type: Connecting Route category of complexity: Moderate Route Description Modern day…
Route Length: 27.9 km Route Duration: 10 hrs. 20 min. Min./Max. Height: 1125/2075 m. Total Ascent/Descent: 1377/1242 m. Route Type: Connecting Route category of complexity: Moderate Route Description The route
Borjomi-Kharagauli National Park holds twelve very-well marked and famous trails, but there are plenty of new and lesser known trails for the keen adventurer. They are complete with beautiful scenery…
Route Length: 16,4 km. Route Duration: 6 hrs. 30 min. Min./Max. Height: 1331/2189 m. Total Ascent/Descent: 1095/1135 m. Route Type: Connecting Route category of complexity: Moderate Route Description: The route…
Levani Lake Trail Network Trail network of Levani Lake consists of 5 one-way routes, which meet at Levani lake. Nestled at an altitude of 2565 meters amongst the vibrant volcanic…
Route Length: 25.5 km Route Duration: 11 hrs. 55 min. Min./Max. Height: 1052/2533 m. Total Ascent/Descent: 1917/2064 m. Route Type: Connecting Route category of complexity: Moderate Route Description: The tourist…
Established in 2011 they include Javakheti National Park, Bugdasheni, Khanchali, Madatapa, Sulda, and Kartsakhi Managed Reserves. The total area of the territory is 16,614 hectares. Javakheti Protected Areas include the…
Trail network of Levani Lake consists of 5 one-way routes, which meet at Levani lake. Nestled at an altitude of 2565 meters amongst the vibrant volcanic mountains of the Abul-Samsari…
Okro Fortress Trail Net Okro fortress Trail Net consists of three independent trails, that gather at Okro Fortress (1740 m.). 13th-century Fortress stands on a huge rocky massif and is…
Route Length: 2.2 km. Route Duration: 1 hrs. 10 min. Min./Max. Height: 1113/1446m. Total Ascent/Descent: 356/25 m. Route Type: Connecting Difficulty level: Moderate Route Description The route starts in the…
Route Length: 18 km. Route Duration: 7 hrs. 5 min. Min./Max. Height: 1321/1873 m. Total Ascent/Descent: 1167/1169 m. Route Type: Circular Route category of complexity: Moderate Route Description: The route…
Levani Lake Trail Network Trail network of Levani Lake consists of 5 one-way routes, which meet at Levani lake. Nestled at an altitude of 2565 meters amongst the vibrant volcanic…
Okro Fortress Trail Net Okro fortress Trail Net consists of three independent trails, that gather at Okro Fortress (1740 m.). 13th-century Fortress stands on a huge rocky massif and is…
Levani Lake Trail Network Trail network of Levani Lake consists of 5 one-way routes, which meet at Levani lake. Nestled at an altitude of 2565 meters amongst the vibrant volcanic…
Trail network of Levani Lake consists of 5 one-way routes, which meet at Levani lake. Nestled at an altitude of 2565 meters amongst the vibrant volcanic mountains of the Abul-Samsari…
Automated page speed optimizations for fast site performance